Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გამოცდის წინა ღამე

გამოცდის წინა ღამე
October 30
11:53 2015

მეცნიერებმა ხელი მოჰკიდეს იმ ურთულესი ფენომენის შესწავლასა და ანალიზს, რომელიც სტუდენტებში გამოცდის წინა ღამის სახელითაა ცნობილი. ისინი იკვლევენ ამ დროს განვითარებულ მოვლენებსა და იმ პროცესებს, რომელიც თავად სტუდენტის სულში მიმდინარეობს.

„გამოცდის წინა ღამეს სტუდენტებს ძალები უათკეცდებათ, ისინი ჰალკისებურად ტრანსფორმირდებიან არაადამიანური მონდომების მქონე არსებებად, რომელთა მიზანიც ერთია: საგნის არშეტენვა.“ – აცხადებს ერთ-ერთი მეცნიერი.

„გამოცდის წინა ღამე ცხოვრების ის ეტაპია, როცა სტუდენტი ნათლად ხედავს, რომ უფსკრულის პირას დგას. სხვა დროს ის ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ გამოცდის წინა ღამით მის თვალწინ აღნიშნული უფსკრული ჰიპერრეალისტურად იხატება. სტუდენტი ერთბაშად ფხიზლდება და ხვდება, რომ ცოტაც და მას საგანი შეეტენება, ცოტაც და სემესტრი დაემატება, ცოტაც და დიპლომს ვერ აიღებს, ცოტაც და უნივერსიტეტიდან გამოაპანჩურებენ, ცოტაც და მშობლები მასზე უარს იტყვიან. ეს ყველაფერი მძლავრი მოტივატორის ფუნქციას ასრულებს და სტუდენტი იწყებს თავდაუზოგავ მეცადინეობას, რათა თავის ახლო მომავალში ოპტიმისტური შტრიხები და იმედის ნაპერწკალი შეიტანის.“ – აღნიშნა მეორემ.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

მესამე მეცნიერის აზრით გამოცდის წინა ღამის ფენომენს შეიძლება მეორენაირად „ჭრიჭინას სინდრომი“ ვუწოდოთ, ვინაიდან სტუდენტს, რომელმაც მთელი სემესტრი ჭრიჭინში გაატარა, მოულოდნელად აფხიზლებს მოახლოებული გამოცდის მძიმე ბრახუნი კარებზე.

„დაფეთებულ სტუდენტში თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს, ის იწყებს წრიალს, კონსპექტებისა და რვეულების შეგროვებას, სურს ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი აუთვისებელი ინფორმაცია ერთბაშად შეისრუტოს, ამიტომ გამოცდის წინა ღამე ყოველთვის უძილობისთვისაა განწირული.“ – ამატებს ღვაწლმოსილი მესამე.

„ხან ერთ კუთხეს მიაწყდება დაფეთებული სტუდენტი, ხან მეორეს, ხან ერთ კონსპექტს გადასწვდება, ხან სხვას, შეიძლება სასოწარკვეთილი დანას, პისტოლეტს ან თაგვის საწამლავსაც წაეპოტინოს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, სიზიფესეული შრომით გათანგული ახერხებს რაღაც ცოდნის დაგროვებას, რაც ბარიერის გადასალახადაა საჭირო.“ – ამბობს მეოთხე.

ამ კომენტარების მიუხედავად, ხუთივე მათგანი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოცდის წინა ღამე იმდენად სიღრმისეული ფენომენია, აუცილებლად საჭიროებს შემდგომ მეცნიერულ წიაღსვლებს, ამიტომ ისინი განაგრძობენ ამ თემაზე მუშაობას.

ftftftf

იხილეთ ასევე: მოსწავლე VS სტუდენტი: ძირითადი განსხვავებები

1,265 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში