“ცუდია, როცა ახალ ბაზებს შენზე ტესტავენ”

სტუდენტი ამბობს

“ლექცია დილის 9-ზე ცუდია საღამოს ცხრაზე უარესი, თან ზამთარში და განსაკუთრებით ისეთებისათვის ვინც არ მუშაობს.

გარდა ამისა, მაგისტრატურაზეც ბაკალავრიატის მსგავსად იწერება დასწრების ქულა, რაც სრული უაზრობაა, 80% მუშაობს და ფაქტიურად იკარგება ეგ კომპონენტი და ვინც სულ დადის იმათთისაც რაიმე დიდ წამახალისებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

ისიც პრობლემაა, როცა ლექტორი შეპირებულ მასალებს ლექციის წინა დღემდე არ გიგზავნის და მერე კიდე გეწუწუნება მაგაზე, დავალება რატომ არ გაქვს და ჩემს დროს იმდენს ვკითხულობდი და ვწერდი ისეთ ცოტა დროშიო.

კიდევ ერთი პრობლემაა ლექტორების სიმცირე, რის გამოც სხვადასხვა საგნებს (ერთი და იგივე ტიპი რო კითხულობს) ერთმანეთს უერთებენ და უცებ ლექციაზე 10 კაცის ნაცლად 30 ხვდება და სემინარზეც არ იყოფიან;

პრობლემაა ორ და სამსაათიანი შუალედები, რომლებიც წესით ლექტორთან შეთანხმებით საკმაოდ მარტივად უნდა მოგვარდეს მაგრამ იგი მკაცრ უარზეა დროის შეცვლაზე და სტუდენტს დაე თავში ქვა უხლია. თან თუ ეს შუადღისასაა ფაქტობრივად სხვა აუდიტორიები ბაკალავრებითაა გატენილი და ეზოში ჯდომის გარდა ვერაფერს ვერ აკეთებ. თუ წვიმს და ქარია მაშინ დერეფანს არქმევ ეზოს და იატაკს – სკამს. მწეველებისთვის ტუალეტი ხდება „ეზო“.

ცუდია კიდე ის რომ არჩევითი საგნები ამ ახალი ბაზების შემოღების შემდეგ ფაქტიურად მთლიანად გაგვიუქმდა და მხოლოდ ჩვენი სპეციალობის საგნებით უნდა გვქონდეს დაგროვებული კრედიტები. უფრო ცუდია ამას მეორე კურსზე რომ გეუბნებიან.

კიდე უფრო ცუდია ის რომ პირველ კურსზე სპეციალობის კრედიტები საკმარისი რაოდენობით სულ არ გახსნილა და უბრალოდ სხვა საგნების არჩევის გარდა ვარიანტი არ გვქონდა.

ცუდია როცა ახალ ბაზებს შენზე ტესტავენ, იმიტომ რომ ბაკალავრიატში 4-ჯერ მეტი ხალხი სწავლობს და მაგისტეების ჩაჩუმება უფრო ადვილია.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია, მაგისტრატურა (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ)

თუკი გაწუხებს, რაც შენ გარშემო ხდება, გამოთქვი პროტესტი შენც!

მოგვწერე მეილზე: arissblogi@gmail.com

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები