Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გამოცდის წინა ღამე, ანუ “გადავიწერ ჩემი რა მიდის”

გამოცდის წინა ღამე, ანუ “გადავიწერ ჩემი რა მიდის”
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
November 09
10:22 2015

“გაზაფხულის საღამოა მშვიდი, გზას მივყვები დამეკარგა გიდი”

ნაწყვეტი უცნობი ავტორის ლექსიდან “პინგ-პონგი”

გაინტერესებთ რა სხვაობაა ორსულ ქალსა და გამოცდის წინა ღამეს ძილშეპარულ და მეცადინეობაში გართულ სტუდენტს შორის? ორსულ ქალთან უკვე დაამყარეს სქესობრივი კავშირი, სტუდენტთან კი ჯერ არა.

რამდენი ხანიც არ უნდა მისცე სამეცადინოდ, ადამიანი მაინც წინა ღამეს დაიწყებს სწავლას და ეს ლოგიკურიცაა, რაც უფრო ნაკლები დრო გავა საკითხის შესწავლიდან გამოცდამდე, მით უფრო ნაკლები დრო იქნება ნასწავლის დასავიწყებლად და გამოცდაზეც სტუდენტი მაქსიმალურად ნაკლები ცოდნის დანაკარგით გამოცხადდება. თუმცა ადამიანი და განსაკუთრებით კი სტუდენტი, კომპლექსური წარმონაქმნია, მისი ტვინი (თუ საერთოდ აღენიშნება ინდივიდს ამგვარი მოვლენა) ისე საძაგლადაა მოწყობილი, რომ არ აძლევს ლოგიკური აზროვნების საშუალებას იმ საკითხთან მიმართებით რასაც დამღლელად, უსარგებლოდ ან არაკომფორტულად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ გამოცდის წინა ღამეს უკლებლივ ყველა სტუდენტს აღენიშნება ოპტიმიზმის მოზღვავება…

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ქართველი სტუდენტი ჯდება სამეცადინოდ შუალედურამდე 14 საათით ადრე. თბილისი, საღამოს 8 საათი.
გადაშალა წიგნი თუ არა ტუალეტში მოუნდა, 5 წუთი ითმინა, თუმცა საბოლოოდ დანებდა ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს.

ისევ გადაშალა წიგნი და ახლა უკვე პასტაც მოიმარჯვა და სწორედ იმ მომენტში როცა პირველი სიტყვა უდნა წაეკითხა მოშივდა, შიმშილს საერთოდ ვეღარ გაუძლო და დანებდა.
უკვე საკმაოდ მაძღარმა (ასეთი სტუდენტებიც არსებობენ, მართალია იშვიათად, თუმცა სიმცირის გამო ნუ მოვახდენთ მათ დისკრიმინაციას) წიგნს და კალამს გადაშლილი რვეულიც მიახმარა და ის ის იყო გონება მისთვის ესოდენ საჭირო ცოდნით უნდა გაეჟღინთა, რომ ტელეფონმა დარეკა…

✔ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

საათ ნახევრიანი საუბრის შემდეგ, როგორც იქნა მოიცილა თანამოსაუბრე და ისევ “მეცადინეობას” შეუდგა, თუმცა ამჯერად დაღლა იგრძნო და გადაწყვიტა საყვარელი სერიალის ერთი ეპიზოდი ენახა, რათა ძალა მოეკრიბა და სწავლაზე კონცენტრაციაც აღარ გაჭირვებოდა… ერთ სერიას მეორე მოყვა მეორეს მესამე და ღამის პირველ საათზე, როგორც იქნა, ჩვენი გმირი მეცადინეობას შეუდგა.

პირველ საკითხს ისე მიადგა, როგორც გაშმაგებული ტარიელი ქაჯეთის ციხეს და ისე გადაახტა, როგორც ჯარჯისგან შეშინებული ჯიხვები ახტებოდნენ კლდის შვერილებს.
მეორე საკითხს თვალი გადაავლო, ამას რა უნდაო, მესამესაც გადაწვდა და 30 საკითხიდან მაინცდამაინც ის 27 ხო არ მომივა ესეც მეყოფაო, ან არადა გადავიწერ რა პრობლემაა მაინცდამაინც მე ხო არ დამადგება ლექტორი თავზეო.
წაიკითხავთ და იფიქრებთ ასე არაა, ამის დამწერს ყველა მისნაირი ხომ არ გონიაო, თუმცა ჩაიხედეთ გულებში, ცარიელ კუჭებში მაინც ჩაიხედეთ და მიხვდებით, რომ საშინელებათა ღამე ჰელოუინი კი არა გამოცდის წინა ღამეა!

P.S. ავტორი უარყოფს ყველანაირ კავშირს ზემოთ მოცემულ ტექსტთან და იმედოვნებს, რომ ამას დედამისი არ წაიკითხავს.

იხილეთ ამავე ავტორის სხვა შედევრიც: სტუდენტის სიზმარი, ანუ 5 დემონის გამოცხადება

ავტორი: “მესტნი ჩელე”

1,450 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2015
M T W T F S S
« Oct   Dec »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30