Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

აპოკალიფსი, ანუ გამოცდის წინა ღამე

აპოკალიფსი, ანუ გამოცდის წინა ღამე
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
November 14
13:42 2015

აპოკალიფსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად გამოცდის წინა ღამეს ნიშნავს. დეფინიცია ჩემეულია, რა თქმა უნდა. გამოცდის წინა ღამეს თითქოს აღსასრულის დღე ახლოვდება და დილით ყველა გაცდენილი სემინარით, უსწავლელი თეორიებით და მეცადინეობის დროს მირთმეული ასი შოკოლადით უნდა წარვსდგეთ მაღლივის ბიბლიოთეკის სამსჯავროზე ბოტასებიანი დამვკირვებლის წინაშე.

მიხვდით ალბათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. მესამე წელია მაღლივში ვსწავლოb და უკვე 70-მდე გამოცდა მქონია, მაგრამ ჭკუა აქამდეც ვერ ვისწავლე.გამოცდამდე რამდენი თავისუფალი დროც არ უნდა მქონდეს მეცადინეობას მაინც ღამე ვიწყებ,როცა უკვე ძალიან დაღლილი ვარ ისეთიც დამმართნია ჩაის რომ ფანქრით ვურევდი და კოვზით ამოცანას ვწერდი.

ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ჩემი მეცადინეობის პროცესში არის ის, რომ თავიდან ვიწყებ უდიდესი ენთუზიაზმით,ვკითხულობ ხმამაღლა,ვუხსნი ჩემს თავს და როგორც კი სამასი გვერდიდან სამს წავიკითხავ ენთუზიაზმი და მეცადინეობის “ცხოველური ჟინი” სადღაც ქრება და მარჯვენა თვალი მობილურისკენ გარბის. ვებრძვი ჩემს თავს,რომ არ გამექცეს ხელი მობილურისკენ და არ შევიდე facebook-ზე, მაგრამ როგორც კი ამ მომაკვდინებელ ცოდვას ჩავიდენ ხოლმე ვხვდები რომ მინიმუმ ორი საათი დაკარგული მაქვს.

✔გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.
ზოგადად,პირველი გამოცდის წინა ღამე და ბოლო გამოცდის წინა ღამე რადიკალურად განსხვავებულია. პირველი გამოცდის წინა ღამეს ახლა იწყება თავდავიწყება და ბოლო გამოცდის წინ თავდავიწყება დამთავრებულია და დენდარტყმული, თმააწეწილი,თვალებჩასისხლიანებული, ერთი კვირის გამოუძინებელი და დატანჯული ვზივარ ჩემს ოთახში,მბჟუტავ ნათურას ვუყურებ და ვნატრობ,რომ ორი საათით დამაძინა.

განსაკუთრებით “საყვარელია” გამოცდის წინა ღამეები იანვარში. მაგალითად, 15 იანვარსაც მქონია გამოცდა და 14 იანვარს,როცა ყველა ჩემი მეგობარი ძველით ახალ წელს აღნიშნავდა, მე “პწიჩკებით” აღვნიშნავდი ნასწავლ თემებს და ჩემს თავს ვუჭახუნებდი ჩაის ფინჯანს. მეორე სემესტრის ფინალურების გადაბარებებზე მგონია ხოლმე, რომ სწავლის ძირს ძირი არ აქვს და კენწეროში რომ გატკბილდება ამაშიც ეჭვი მეპარება.

წავედი მკითხველო, გავაგრძელო მეცადინეობა. დღესაც გამოცდის წინა ღამეა და ზემოხსენებული ორი საათი დავკარგე  ჯერ facebook-ზე და მერე ბლოგის წერაში.
და მაინც… ნეტა ორი საათით დამაძინა.

ავტორი: სალი კაჭარავა

240 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2015
M T W T F S S
« Oct   Dec »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30