“ფსევდო უნივერსიტეტში ფსევდო განათლების მისაღებად დავდივარ”

სტუდენტი ამბობს

არ არსებობს გარემო, სადაც რაღაც პრობლემა არ იყოს,  გამონაკლისს არც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდაგენს, თუმცა, ჩემი აზრით, უფრო საინტერესო ამ პრობლემების გამომწევი მიზეზებია, ვიდრე თავად პრობლემა.

დილით სულ რაღაც 30 წუთში მზად ვარ, სახლიდან გამოვდივარ და შემდეგ დაახლოებით 200 მეტრს ფეხით გავდივარ, გზად ისევ ის მეეზოვე მხვდება, ისევ ისეთი სახით, როგორც წინა დღით იყო და ალბათ ისევ იმ მუსიკას უსმენს, რასაც წინათ. უცებ გამივლის თავში, ნეტა რაზე ფიქრობს? თუმცა შემდეგ ჩემი თავი მახსენდება მეც ბევრი მაქვს საფიქრელი, სად მივდივარ? ან საერთოდ რატომ მივდივარ?

პასუხები მარტივია, ლექტორს რომ კითხოთ სად მიდის, გეტყვით სამსახურში, ლექციის წასაკითხად, მაგრამ რამდენად შეუძლია ეს უკვე მისთვის მეორეხარისხოვანია, თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, აი, მე კი ვფიქრობ, მივდივარ ფსევდო-უნივერსიტეტში, ფსევდო სტუდენტებთან შესახვედრად და ასევე ფსევდო განათლების მისაღებად.

როგორც რექტორი აღნიშნავს, უნივერსიტეტის პირველი და უმთავრესი მიზანია სტუდენტების განათლების დონის ამაღლება, როგორ ცდილობს დასახული მიზნის მიღწევას?! ეს უკვე რთული ასახსენილია.

არსებობს მრავალი მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაესწრო ლექციას და მხოლოდ ერთი მიზეზი  იმისა თუ რატომ უნდა მოუსმინო გაუნათლებელ ლექტორს – დასწრების ქულა.

ლექციას ატარებს, თუმცა თემა საერთოდ არ იცის, ან იცის, მაგრამ წინა დღით კარგად იმეცადინა სახლში და ამიტომ დღეს, როცა ჩემ წინ დგას, თავი წარმოუდგენია ნამდვილ ლექტორად, რომელსაც შეუძლია თემა სრულად ამოწუროს და კითხვებით დატვირთული გაგიშვას სახლში, რათა უფრო მეტი იფიქრო და მეტი პასუხი ეძებო სამყაროში.

თუ კითხვა გაგიჩნდება, ესე იგი ლექტორის „გამოჭერა“ გინდა, ამიტომ მიიჩნევს, რომ დაბალი ნიშანი გეკუთვნის ან საერთოდ უნდა ჩაგრჩეს საგანი, ეს უკვე კონფლიქტის საწყისი ეტაპია, რაც მეტს აქტიურობ მით მეტ „ზვანიას“ კარგავ,   უკუპროპორციულად მოქმედებს თითოეული ქმედება, თუ  ჩუმად ხარ, მაშინ კარგი ბიჭი/გოგო ხარ, რადგან პირფერობით თითქოს ცოდნას ღებულობ და თან ფულად რესურსებს ხარჯავ ამ ყველაფერში, რისთვის? იმიტომ, რომ ჩუმად ვიყო? იმიტომ, რომ დიპლომი ავიღო? რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ალბათ უმეტესობა ასე ფიქრობს და ამიტომ ვართ იმ მდგომარეობაში, რასაც დღევანდელ სტუდენტობას ვუწოდებთ, ალბათ ორმაგი პირფერობა შეიძლება ვუწოდოთ ასეთ საქციელს, ლექტორიც თამაშობს და სტუდენტიც, სინამდვილეში არც პირველია ლექტორი და არც მეორე – სტუდენტი, ორივე  თამაშთა თეორიაში მონაწილეობს, სადაც ინტერესების დამთხვევა მხოლოდ ერთ ეტაპზე ხდება – ეს არის დრო, როცა ორივე ცდილობს რაც შეიძლება უვარგის საუბარში გავიდეს 50 წუთი და ასე გრძელდება მთელი სემესტრი, შემდეგ – კურსი და ალბათ მთელი სტუდენტობაც.

[textmarker color=F7D358]✔გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

რის გამოც უვარგის ლექციას უნდა მოუსმინო, ეს არის ახალი წესი რომელიც შემდეგს გულისხმობს: აუცილებელია ლექციის რაოდენობის ½–ზე მეტს დაესწროს სტუდენტი, წინააღმდეგ შემთხევაში მას დასვკნით გამოცდაზე არ ექნება გასვლის უფლება. თითქოს კარგია ეს „წესი“ მისთვის ვინც მშვიდად უყურებს ამ ყველაფერს კადრს მიღმა, თუმცა სამწუხაროა ჩემთვის და ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომელსაც სურს უფრო მეტი მიიღოს ვიდრე აქვს, ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ისეთ ლექტორს როგორ უნდა მოუსმინო 50 წუთი, რომელსაც არ შეუძლია არაფრის გადმოცემა და ერთადერთი რაც გამოსდის, გაკვეთილზე შესასვლელად გამზადებული კომუნისტი მასწავლებლის გამომეტყველების მიღებაა, რომლითაც გამოხატავს, რომ შენ როგორც მოსწავლე არაფერი არ ხარ, მხოლოდ ერთი მოვალეობა გაკისრია – იყო ჩუმად.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავს იტყუებს თითქოს კვალიფიციურია მის საქმეში და ამასთან ისეთ სახეს იღებს თითქოს იცის რაზე საუბრობს. ალბათ ორმაგი ცხოვრება აქვს, სახლში და უნივერსიტეტში, მაგრამ როგორ შეუძლია ამ ადამიანს ცხოვრება? და რას მაჩვენებს მე როგორც ადამიანს და როგორც სტუდენტს? ეს ალბათ ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ, საბოოლოდ კი თუ ჩვენით არ ვუშველით თავებს, ისეთივე ადამიანები ვიქნებით როგორებიც ეს ლექტორები არიან.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ)

გააპროტესტე უსამართლობა შენც!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები