გამოცდის წინა ღამე

ARIS ბლოგერი

შარშან ამ დროს, ჯერ კიდევ სხვა სტუდენტებისაგან მესმოდა წუწუნი იმაზე, თუ როგორია წინა ღამით ყველაფრის სწავლა და აი წელს პირველად, უკვე საკუთარ თავზე უნდა გამოვცადო პირველი შუალედური. ტრადიციებს არც მე ჩამოვრჩენილვარ, ხომ გაგიგიათ ის ურჩევნია მამულსაო… ამიტომ სხვებისაგან განსხვავებით მე წინდაწინ მოვიმარაგე ყავა, კონსპექტები და სასუსნავები და გულმოდგინედ ველოდი თორმეტ საათს.

[textmarker color=F7D358]✔გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ჩემი დროც მოვიდა, პირველად საკუთარ თავზე უნდა გამომეცადა ერთ ღამეში სწავლა ყველაფრის და მაგიდაზე დაყრილ კონსპექტებს რომ ვუცქერდი, რომ ვერ გამეგო საიდან დამეწყო სწავლა, მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა შუაღამისას გამოქვეყნებული სტატუსები: “არ სჯობდა თავის დროზე მესწავლა?”.

ამ გაურკვევლობაში სამი საათიც გახდა, ყავის დიდი მარაგის მიუხედავად ჩემს ქუთუთოებს მაინცდამაინც ამ ღამეს მოუნდათ ერთმანეთთან შეხება, კომპიუტერთან ჯდომისას რატო არ ეკარებიან ერთმანეთს, დღემდე არ მესმის.

საბოლოოდ ტრადიციისამებრ მეც მივხვდი რომ ვერაფერს გავხდებოდი და სწავლას აზრი არ ჰქონდა, სჯობდა დილით ავმდგარიყავი ადრე და რასაც მოვასწრებდი იმის იმედად გავსულიყავი პირველ შუალედურზე. ამავდროულად თავში მუდმივად ის მიტრიალებდა, რაც ერთ-ერთ გამოცდაზე შესვლის წინ ერთ-ერთმა მაღალკურსელმა მითხრა:

“ერთადერთი გზა გაქვს – ღმერთი და ზერეკიძე უნდა იწამო.”

ავტორი: მამუკა ჯუღელი

შენიშნვა: ზერეკიძე – ლექტორი თსუ-ში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები