Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გამოცდის წინა, ანუ თეთრი და კოშმარული ღამე

გამოცდის წინა, ანუ თეთრი და კოშმარული ღამე
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
November 20
10:25 2015

შემიძლია ხმამაღლა ვთქვა,რომ გამოცდა ჩემთვის „ახალი ხილი“  არაა. რომ ამბობენ,ცხოვრება მუდმივად გამოცდებს გვიწყობსო,ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასეა.ბაღში არა,მაგრამ პირველი კლასიდან გამოცდებს ვაბარებ და გამოცდის წინა ღამის ეიფორიაც სისხლში მაქვს გამჯდარი.Who knows,რამდენი ღამე მაქვს თეთრად გათენებული სწავლასა თუ ამ სწავლაზე ფიქრში,ტირილში და კიდევ ათას სისულელეში.მოკლედ,მინდა ამ სტატიაში გადავხედო და გავიხსენო ჩემი გამოცდებით დატვირთული ტანჯული ცხოვრება…

პირველი კლასიდან კერძო სკოლაში ვსწავლობდი,სადაც მისაღებად გარკვეული „გამოცდა“ უნდა ჩაგებარებინა,რაც ლექსის თქმაში გამოიხატებოდა და დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი,რომ თურმე საკმაოდ წარმატებით ჩამიბარებია.ეს კიდევ არაფერი,პირველი კლასის პირველი სემესტრიდან დაგვეწყო გამოცდები…სიმართლე გითხრათ,მხოლოდ ერთი მომენტი მახსოვს გამოცდიდან,რაღაცას რომ გაშმაგებული ვწერდი,მაგრამ,რაც შეეხება,ამ გამოცდის წინა ღამეს,სამწუხაროდ ასეთი კარგი მეხსიერება არ მაქვს…მოკლედ შემდეგ მიჰყვა და მიჰყვა გამოცდები,რომელსაც ვაბარებდით და ვაბარებდით და არ მთავრდებოდა,კლასელები ვსწავლობდით,ვიზეპირებდით,ერთმანეთს ვეჯიბრებოდით,მასწავლებლები გვაქებდნენ,გვიხაროდა ჯერ ხუთიანები,მერე ათიანები და ერთ ცხრიანსაც კი ვერ ვპატიობდით საკუთარს თავებს,მაგრამ ეს იყო ბავშვობაში და მხოლოდ მოგონენებშიღა დარჩა.მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა წარმოდგენა მომავალ კოშმარულ ღამეებზე…ერთადერთი რაც მახსოვს ბავშვობის გამოცდებიდან ისაა,რომ წინა ღამით დედაჩემი ყოველთვის მამხნევებდა სასწაულებრივად და მისი სიტყვები მეორე გამოცდამდე მიმყვებოდა.გამოცდის შემდეგ კი ყოველთვის კლასის გარეთ მხვდებოდა და ჩემს წარმატებაში დარწმუნებული ყოველთვის ღიმილით მხვდებოდა…ეს ყველაზე თბილი და ნათელი მოგონებაა ამ გამოცდებიდან…

ე.ი.წლებს რომ მივყვეთ,ყველაზე ძნელი ამის შემდეგ მაინც საატესტატო გამოცდები და მისი ღამეები იყო…მახსოვს,როგორ „მიბაგუნებდა“ გული,როგორ მეწვოდა მთელი შიგნეულობა,როგორი „გადატენილი“ და სავსე მქონდა ტვინი,როგორ ვდარდობდი,რომ კომპიუტერს მაინც და მაინც ჩემთან არ დაეწყო „ცუდად თამაში“ და ათასი სულელური კითხვა არ ეკითხა…მოკლედ,არ დავიღლები იმ კოშმარული ღამეების აღწერით,ათას საშინელ ფიქრში გატარებულს…მაგრამ ესეც ბავშვური კოშმარები ყოფილა და წარმოდგენაც არ მქონდა მომავალ კოშმარულ ღამეებზე…

აი,რაც შეეხება,ეროვნულებს,დიდი კოშმარი აქ წინა ღამეებში არ განმიცდია,ეს მთელი წელი გრძელდებოდა…უბრალოდ,ერთ ღამეს,ქიმიის გამოცდის წინა ღამეს მაინც გავიხსენებ…მოკლედ,ვიცი რომ დილით მაქვს გამოცდა,თან ქიმიაში,რომელიც 1 წელში ვისწავლე და ვაიდა უცებ დამავიწყდეს,მერე სად მივდივარ,მეფუშება მთელი გეგმები…ხოდა ვიყავი რეპეტიტორთან,“გადავიმეორეთ“ მთელი ნაწვალები მასალა,სახლში ცოტა ხანს მუსიკასაც მოვუსმინე დასამშვიდებლად და როდესაც რვეული ხელში ავიღე,არ ვიცი რატომ,საიდან,რისთვის,ამიტყდა სიცილი და ვიცინე მთელი ნახევარი საათი…ნუ არ აქვს ახლა გადამეორებას აზრი-თქო,ვიფიქრე და დავწექი დასაძინებლად.მოკლედ კიდევ რომ წავიღე ხელი რვეულისკენ,ისევ დავიწყე სიცილი.არა,ეს ნამდვილად არ იყო სიცილი,ეს იყო ისტერიკული კრუჩხვები ნატანჯი,გადამწვარი,დასვენებას მონატრებული და გამოცდებმიტანებული აბიტურიენტის…ოჯახი გაკვირვებული მიყურებდა და ერთი პირობა,ლამის დამამშვიდებელიც კი გამიკეთეს,ისეთ დღეში ვიყავი…ისტერიკულად ვიცინოდი და ვიცინოდი,მერე ვტიროდი,კიდევ ვიცინოდი და მოკლედ ბოლოს ჩავაქრე მაინც ნათურა და ბედს მივენდე…ახლაც კი მეცინება იმ ღამეზე,ისე კარგად მართლა არასოდეს მიცინია…

მაგრამ თქვენ გგონიათ,ამით დამთავრდა ჩემი ტანჯვა და ახლა ბედნიერებისგან მეცხრე ცას მიღწეული ვაბარებ გამოცდებს?ეჰ,სამედიცინოს სტუდენტებს ასეთი იღბალი ვინ მოგვცა!მოკლედ,წარმატებებით გათამამებული ჩავირიცხე ამ უნივერსიტეტში,მაგრამ აქ დამატყდა ქარიშხალი! პირველივე სემინარზე 45 გვერდი სასწავლიდან მივხვდი,რომ გამოცდებზე კარგი დღე არ დამადგებოდა!და ვაი,რომ სწორად ვფიქრობდი!

✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

ახლა გამახსენდა,რომ პირველი გამოცდა(შუალედურებს და ასეთებს არ ვგულისხმობ,ნამდვილ,მედიცინურ გამოცდაზე მაქვს საუბარი) ბიოლოგიის მქონდა.ო,რა მწარედ მახსოვს გათენებული ღამე!რომ გითხრათ,ნასწავლი არ მქონდა მეთქი,მოგატყუებთ,რადგან სემინარებზე ხომ ვაბარებდი,მაგრამ წინა ღამეს ჰოპ და ყველაფერი მაინც გავიწყდება!მოკლედ სამედიცონოს ბიოფიზიკის,ქიმიის,ანატომიის და სხვა საგნების გამოცდებმა მთელი ცხოვრება დამავიწყდა! წინა ღამით რომ ფიქრობ,ოხ მესწავლა და ჩამებარებინა,რა იქნებოდაო:;ისე ბარემ გადაბარებაზე ხომ არ მივიდეო,მარა დაიცა ერთი, ცდა ბედის მონახევრეაო,ვაიმე,საერთოდ თავი ხომ არ მოვიკლა და წერილი დავტოვო,რომ ჩემსავით სხვა ბავშვებსაც აღარ გაუმწარონ ცხოვრება,ბოლობოლო ვიღაცაზე ხომ მაინც უნდა გადატყდეს ჯოხიო,გადაწერის იმედად,სამწუხაროდ,ვერ მივდივართ ზეპირი გამოცდების გამო…ამ ფიქრებში გართულს,თვალზე ცრემლმომდგარს დილის 4-5საათი გიხდება და ფიქრობ,1 საათი მაინც დავიძინო,გამოცდაზე არ გადავვარდეო…2საათიანი ძილის მერე კვლავ დგები,კვლავ ცრემლმომდგარი ხარ და კვლავ ყველასა და ყველაფერზე გაბოროტებული და მიდიხარ გამოცდაზე…სხვათა შორის,არც ენერჯაიზერების იმედზე არ უნდა იყოთ,პარაზიტოლოგიის გამოცდის წინ ვცადე და ისე ტკბილად დამაძინა,მაღვიძარასაც კი ერიდებოდა ჩემი გაღვიძება…

მოკლედ მგონი,ძალიან შევყევი წერას,ეს ნაწერიცზოგისთვის მომაბეზრებელია,ზოგისთვის სასაცილო,შეიძლება ზოგმა სამედიცინოზე ჩაბარებაც კი გადაიფიქრა,მაგრამ ესაა სიმართლე და თვალის სინათლე! მე ვერ გირჩევთ წინა ღამეს ნუ მიიყრით სასწავლს და გაანაწილეთ-მეთქი,იმიტომ,რომ მე ვერაფრით მოვახერხე ეს…მაგრამ ჩემსავით თანდათან დახვეწეთ(ახლა ამ პროცესში ვარ,მგონი :3) და წინა ღამით მტანჯველ ცხოვრებასა და მომავალი თაობის გადარჩენაზე მაინც ნუ იფიქრებთ და სწავლას მიხედეთ!რა ვქნა,მე არ გამომდის წინა ღამით დასვენება მშვიდად ფილმებისა და მუსიკის გარემოცვაში და ვერც იმით ვიმშვიდებ თავს,რომ გამოცდებს მომავალში აღარ ჩავაბარებ,მაგრამ რა ვუყოთ,ჩემ მიერ არჩეული გზაა და უნდა ვეცადო მაინც გამკლავებას და თქვენც ზუსტად იმავეს გირჩევდით!

და ბოლოს,გაიხსენეთ ჭრიჭინა და მისი „მიჩურინის ვაშლი“,გამოცდის ჩაბარება და გადაბარება ხომ ძმები არიან და ენაცვლებიან ერთმანეთს,არც ერთია გასაკვირი და არც მეორე და ისიც,რომ ამით არც სწავლა მთავრდება და მით უმეტეს,არც ცხოვრება…მოკლედ,მშვიდობიან გამოცდის წინა ღამეებს გისურვებთ!

ავტორი: ნათია ოდიაშვილი

238 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2015
M T W T F S S
« Oct   Dec »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30