სკოტ ფიცჯერალდი – 7 რჩევა კარგად წერისთვის

ლიტერატურული გვერდი
იხილეთ სკოტ ფიცჯერალდის შვიდი რჩევა, როგორ ვწეროთ უკეთ:
  1. ყოველთვის ჩაინიშნე ის, რასაც ყურადღების ღირსად მიიჩნევ. შეიძლება წლების განმავლობაში უამრავი რამ ჩაინიშნო, შემდეგ, როცა წერას დაიწყებ, ჩანიშნული მასალა შესაბამის ადგილას გამოიყენე.
  2. შექმენი იმ ისტორიის დეტალური მონახაზი, რომლის მოყოლასაც აპირებ. რვეულის პირველ ფურცლებზე შენი ისტორიის მონახაზი უნდა გამოსახო, რაც არ უნდა დიდი გამოგივიდეს, ნუ შეგეშინდება, თანდათან დაიწმინდება. ორი თვის განმავლობაში სწორედ ამ მონახაზზე იმუშავე.
  3. არავის აღუწერო შენი მიმდინარე შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. არასოდეს გაამხილო რას და რაზე წერ, სანამ წერას არ დაასრულებ. თუ ასე არ მოიქცევი, იგრძნობ, რომ რაღაცას კარგავ და ძველებურად აღარ გეკუთვნის ის, რაც თავიდან ბოლომდე შენი უნდა იყოს.
  4. შექმენი ადამიანები და არა ადამიანთა ტიპები. დაიწყე ინდივიდუალის შექმნით და აღმოაჩენ, რომ ტიპს შექმნი. დაიწყე ტიპის შექმნით და აღმოაჩენ, რომ არაფერი შეგიქმნია.
  5. არასოდეს გამოიყენო ისეთი სიტყვები, რომლის მოსაძებნადაც დიდი დრო დახარჯე, რომელიც მანამდე არასოდეს შეგხვედრია. გამოიყენე ისეთი სიტყვები, რომელიც შენთვის აბსოლუტურად გასაგები და ნაცნობია.
    [textmarker color=FE9A2E]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
  6. იმისთვის, რომ შენმა წინადადებებმა დინამიკა შეინარჩუნოს, გამოიყენე არსებითი სახელები და არა ზედსართავები. საუკეთესო პროზა ყოველთვის ისეთ არსებით სახელებს ეყრდნობა, რომელზეც მთელი წინადადებაა დაშენებული.
  7. იყავი ულმობელი. მწერალს ხშირად უწევს რთული არჩევანის გაკეთება. არასოდეს გახდე ზედმეტად დამოკიდებული იმაზე, რაც შექმენი. შეინარჩუნე ობიექტური ხედვა და თუ რამე სასურველ შედეგს არ იძლევა, თავიდან მოიშორე.

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები