Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

3 კრიტერიუმი რომელსაც სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს “ერასმუს+” გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის

3 კრიტერიუმი რომელსაც სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს “ერასმუს+” გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის
November 27
10:42 2015

ევროკავშირის საგრანტო პროგრამის „ერასმუს+“_ის ფარგლებში უახლოეს პერიოდში 538 ქართველი  სტუდენტი მიიღებს განათლებას ევროპაში და 146 ევროპელი ჩამოვა ქართულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად.  ამ მონაცემით პროგრამაში მონაწილე 74 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და ა.შ.

„ერასმუს+“_ის პროგრამების კოორდინატორის ლიკა ღლონტის ინფორმაციით ამ დროისთვის საგრანტო პროგრამაში 21 ქართული უნივერსიტეტია ჩართული.  მათგან ყველაზე დიდი კვოტა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს.

,,შერჩევის ერთი ეტაპი უკვე ჩატარდა, რამდენიმე სტუდენტი უკვე შეირჩა. ნაწილის შერჩევა და განცხადებების მიღება ახლა იწყება, ნაწილის – გაზაფხულზე გამოცხადდება. კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ჯამში სულ 165 სტუდენტი შეგვიძლია გაცვლით პროგრამაში ჩავრთოთ და 25 უცხოურ უნივერსიტეტში გადავანაწილოთ.  ყველა მიმართულების სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება გარდა სამედიცინოსი”, – განაცხადა aris.ge-განათლებასთან საუბარში თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი ჭელიშვილმა.

მისივე ინფორმაციით იმისთვის რომ სტუდენტი „ერასმუს+“_ის გაცვლით პროგრამაში მოხვდეს ის სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, ჰქონდეს მაღალი მოტივაცია და ბ2 დონზე ფლობდეს ინგლისურ ენას.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

გარდა სტუდენტური გრანტებისა და გაცვლითი პროგრამებისა „ერასმუს+“  უმაღლესი განათლების სფეროში კიდევ რამდენიმე ქვე მიმართულება აქვს:

*  ინსტიტუციური თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის;

*  მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის;

*  სტიპენდიები ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე;

*  ევროკავშირის კვლევები ;

როგორც Aris.ge-განათლებას პროექტის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა განუცხადა „ერასმუს+“_ის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის 5 პროექტი დაფინანსდა.

6 ქართველი სტუდენტი  ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე ისწავლის,  ხოლო ევროკავშირის კვლევების ფარგლებში ორი პროექტისთვის გამოიყო თანხა

1413186599_1412687912_snoAris.ge-განათლებამ „ერასმუს+“_ის საქმიანობის შეფასება და მისი მნიშვნელობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრსაც სთხოვა. როგორც თამარ სანიკიძემ aris.ge-განათლებას განუცხადა:

„ევროკავშირის პროგრამებში (და მათ შორის „ერასმუს+“) მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს ეხმარება მას ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციაში, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირებაში, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის განვითარებაში, განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობაში“.

 

ავტორი: ეკა არის© წივწივაძე

996 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2015
M T W T F S S
« Oct   Dec »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30