ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე დაფინანსებას აცხადებს

გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო განათლების ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე დაფინანსების მოპოვების მსურველთათვის მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა უნივერსიტეტმა – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა, რომელიც მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, დაიწყო განაცხადების მიღება 2016-2017 აკადემიური წლისათვის 50 პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში:

  • ბიზნესი
  • კოგნიტური მეცნიერება (PhD)
  • ეკონომიკა
  •  გარემოს დაცვა და პოლიტიკა
  •  გენდერული კვლევები
  • ისტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  •  გამოყენებითი მათემატიკა
  •  შუა საუკუნეების კვლევები
  •  ნაციონალიზმის კვლევები
  •  ქსელური მეცნიერება (PhD)
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • საჯარო პოლიტიკა
  • სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია

დაფინანსების მოსაპოვებლად კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე http://bit.ly/1OX5LbQ და ატვირთონ განაცხადის ფორმა თანდართულ საბუთებთან ერთად არაუგვიანეს 2016 წლის 4 თებერვლისა.

MUNDUS MAPP პროგრამაზე ჩაბარების და ერაზმუს მუნდუსის სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ 2016 წლის 11 იანვრამდე, ხოლო თვითდაფინანსებული სტუდენტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც აბარებს MATILDA-ს პროგრამაზე (ისტორიისა, გარემოს დაცვისა და პოლიტიკის ფაკულტეტები) და სურს სწავლის საფასურისათვის დაფინანსების მოპოვება (master’s tuition awards), განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 3 მაისი.

(ამ დროისათვის აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა).

სასწავლო პროგრამებთან და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრს შემდეგ მისამართზე:

თბილისი, ჭოველიძის ქუჩა #10

ტელ. 2 252 615

ელფოსტა: cie@osgf.ge.

კონსულტაციის დღე – ორშაბათი, 15:00 საათი

იხილეთ ასევე: საგრანტო კონკურსი აშშ-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეთათვის

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები