მკითხველთა რეიტინგი: 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ

ლიტერატურული გვერდი
  1. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰარპერ ლი

1

დაიბეჭდა 1960 წელს, აღწერს მეოცე საუკუნის ადრეული წლების ისტორიებს სამხრეთში და ნათლად გადმოსცემს ადამიანების ქცევის ფსიქოლოგიასა და კოლექტიური ცნობიერების ნიუანსებს.

  1. „1984“ – ჯორჯ ორუელი

2

მიუხედავად იმისა, რომ 1984 წლის შემდეგ დიდი ხანი გავიდა, ორუელის შესანიშნავი ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოში გამეფებულ დიქტატურას აღწერს, დღესაც აქტუალურია და წინასწარმეტყველური ელემენტების მქონე წიგნად განიხილება.

  1. „დიდი გეტსბი“ – სკოტ ფიცჯერალდი

3

წიგნი 1925 წელს გამოიცა და ჯაზის ეპოქის დეკადენტურ პერიოდს აღწერს.

  1. „სიამაყე და ცრუ რწმენა“ – ჯეინ ოსტინი

4

წიგნი ორი ურთიერთსაპირისპირო ხასიათის მქონე გმირის შესახებ მოგვითხრობს.

  1. ანა ფრანკის დღიური

5

პატარა გოგოს დღიური, რომელიც მან ნაცისტური რეჟიმის მიერ უმოწყალო დევნისას დაწერა. მიუხედავად იმ პირობებისა, რაც მაშინ მის გარშემო იყო გამეფებული, ანა ფრანკს სჯეროდა ადამიანთა სიკეთის და იმისიც, რომ ცხოვრება მშვენიერებებითაა სავსე.

[textmarker color=F3F781]✔ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

  1. „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ – რეი ბრედბერი

6

სამყარო, რომელშიც წიგნები აკრძალულია ხშირად არის შედარებული ორუელის მიერ „1894“-ში შექმნილ მსოფლიოსთან. წიგნი ერთგვარი კრიტიკაა დასავლური საზოგადოებისა, რომელიც ზედმეტადაა დამოკიდებული მედიაზე.

  1. „ჯეინ ეარი“ – შარლოტ ბრონტე

7

წიგნის მთავარი გმირი მიჩნეული მსოფლიოში ყველაზე გავლენიან მდედრობითი სქესის მხატვრულ გმირად. ეს არის მტკიცე ნებისყოფისა და სულის ქალი, რომელსაც უწევს ბრძოლა რეპრესირებული ბავშვობის მოგონებებთან და სექსისტურ ვიქტორიანულ საზოგადოებასთან.

  1. „ცხოველების ფერმა“ – ჯორჯ ორუელი

Print

1945 წელს გამოქვეყნებული სატირული ნაწარმოები, რომელიც აღწერს რევოლუციური დინამიკის განვითარებას.

  1. „თამაში ჭვავის ყანაში“ – ჯერომ სელინჯერი

9

ცინიკური მოზარდის თავგადასავალი, რომელიც გაჯერებულია საზოგადოებისგან იზოლაციითა და სულიერი წინააღმდეგობებით, პროტესტის გრძნობით.

  1. „მრისხანების მტევნები“ – ჯონ სტეინბეკი

16

წიგნი 1939 წელს გამოიცა, აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ოკლაჰომური წარმოშობის მქონე ოჯახის მაგალითზე, რომლის წევრებიც იძულებულნი არიან კალიფორნიაში იმოგზაურონ.

  1. „თაგვებსა და ადამიანებზე“ – ჯონ სტეინბეკი

15

ორ მიგრანტ მუშას შორის არსებული კომპლექსური მეგობრობის ისტორია კალიფორნიაში.

  1. ”რომეო და ჯულიეტა“ – უილიამ შექსპირი

10

ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორია, ეპკური ტრაგედია, რომელიც ორი დაპირისპირებული გვარის წარმომადგენლებს შორის ვითარდება.

  1. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ – ლევის ქეროლი

12

გოგონას დაუჯერებელი ისტორია, რომელსაც ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს.

  1. „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ – მარკ ტვენი

13

ამ ნაწარმოებს ხშირად უწოდებენ უდიდეს ამერიკულ რომანს.

  1. „სასაკლაო ნომერი ხუთი“ – კურტ ვონეგუტი

14

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მომხდარი ისტორია, რომელმაც არ შეიძლება მკითხველი გულგრილი დატოვოს.

ასე გამოიყურება ამერიკელი მკითხველების მიერ შედგენილი სია, როგორია თქვენი რეიტინგი?

იხილეთ ასევე: 5 წიგნი, რომელმაც თანამედროვე სამყაროზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

წყარო: http://www.lifehack.org/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები