Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პრობლემები სოხუმის უნივერსიტეტში: “გული რომ წაგივიდეს, წყალსაც ვერ მოგაწვდიან”

პრობლემები სოხუმის უნივერსიტეტში: “გული რომ წაგივიდეს, წყალსაც ვერ მოგაწვდიან”
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
December 09
16:17 2015

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უამრავი პრობლემაა, შევეცდები გამოვყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და შეძლებისდაგვარად განვავრცო:

1) ტრანსპორტი – ყველაზე დიდი უბედურება უნივერსიტეტამდე მისვლააა, ისიც, რა თქმა უნდა, თუ გაგიმართლა და ახვედი ავტობუსში. 140 და 6 ნომრები მიდის ჩვენს უნიმდე, მაგრამ დელისიდან ძირითადად 140 გვიწევს და დილით 9 საათზე საშინელებაა, ვინ კარში ჰყვება და ვინ ჰაერშია გამოკიდული ვერ გაიგებ.

2) საკვები ობიექტის უქონლობა – ოდესღაც ყოფილა, როგორც ამბობენ. ახლაც რაღაც კეთდება, ოღონდ რა არის, ვერ ვიგებთ ჯერჯერობით, ძალიან “მისტიკურია” სსუ. როცა საჭმელი გვინდება ძირითადად ქავთარაძეზე გავდივართ, პირველ კორპუსს კი გაუმართლა და სუხიშვილების კაფეტერიით გადიან ფონს.

 ☼ გერმანული ენის კურსები edu.aris.ge-ზე – აირჩიე საუკეთესო! ☼ 

3) ელემენტარულად გული რომ წაგივიდეს, თუ ვინმე ღვთისნიერს წყალი არ აღმოაჩნდა, წყალსაც ვერ მოგაწვდიან, იმიტომ, რომ სოხუმის უნივერსიტეტში წყალი ფუფუნებაა – მხოლოდ საპირფარეშოებში მოდის და იმის სასმელად გამოყენება რომ შეუძლებელია, ყველასთვის ცნობილია. მართალია, ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ იმდენად ბევრია გასაკეთებელი, ძალიან დროში გაწელილი პროცესია, უნივერსიტეტია და მაგის გაკეთებას ბიუჯეტიც ესაჭიროება, ამ მხრივ კი სსუ განებივრებული ნამდვილად არ არის. ალბათ როდისმე გვეღირსება სასმელი წყალი უნივერსიტეტში.

4) მეორე კორპუსში ისევე ცივა, როგორც გარეთ, – მართალია, ბევრ აუდიტორიაში გათბობა არის, მაგრამ მეორე კორპუსში არსებობს ოთახები, რომლებშიც ყინავს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი (სახელ და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ)

თუ თქვენც გაწუხებთ რამე საკუთარ უნივერსიტეტში, მოგვწერეთ, ნუ დატოვებთ უსამართლობას უყურადღებოდ!

469 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2015
M T W T F S S
« Nov   Jan »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031