გადაღლილი სტუდენტის წერილი ოჯახს

სტუდენტური პრობლემები

ნეტავ შეგვეძლოს ძველი, ტკბილი დროის დაბრუნება, როცა დედები ძილის წინ გვიმღეროდნენ.

რაც წლები გვემატება მით უფრო დაკავებული ვხვდებით. 20 წლის ვარ და ყოველ დღე ვსწავლობ როგორ „გავიზარდო“.

მადლიერი ვარ თქვენი, იმისთვის, რასაც მიკეთებთ. ჩემი ხარჯების უმეტესობას თქვენ ფარავთ. ხარჯებისა, რომელთან გამკლავებაც ჩემი თანაკურსელების დიდ ნაწილს თავად უწევთ. მაგრამ ამ თანადგომის მიუხედავად სასოწარკვეთა მაინც მიპყრობს.

იყო სტუდენტი – რთულია. ჩვენგან ბევრს ითხოვენ, როგორც ოჯახი, ისე ლექტორები და ზოგადად საზოგადოება. რა თქმა უნდა, მათ ჩვენი წარმატება სურთ, ეს ლოგიკურიცაა. მაგრამ ძნელია ყველას მოლოდინი გაამართლო, საკუთარი თავის ჩათვლით. ხანდახან უბრალოდ „აღარ შეგვიძლია“.

ჩემი ხმა ერთია სხვა დანარჩენ გადაღლილ სტუდენტთა შორის.

ძვირფასო ოჯახო,

ჩენ გვიყვარხართ. თქვენი მადლიერები ვართ. თქვენი შეხსენებიც გარეშეც ვიცით, რომ  სახლში არასოდეს ვართ, თქვენთვის დროს ვერ ვპოულობთ. იმის გამო, რომ სახლიდან შორს ვართ, ბარგის ჩალაგება ერთი ან ორი დღისთვის და შორ გზაზე მგზავრობა საკმაო დროს მოითხოვს.

მთელი დროის გადანაწილება მეგობრებთან ურთიერთობაზე (გაგიკვირდებათ და საზოგადოებრივი ურთიერთობებიც გვჭირდება), სწავლაზე, სამსახურსა და ძილზე გვიწევს. დიახ ძილიც გვჭირდება. და იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ახლა ვახერხებთ.

 დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე

რადგან უკვე უნივერსიტეტში ვსწავლობთ, გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ  ცხოვრების მოსაწყობად, ისე რომ კვლავ მხოლოდ თქვენ იმედზე აღარ ვიყოთ. ჩვენ ხომ ვგრძნობთ უხმო მოლოდინს თქვენს თვალებში, რომელიც გამუდმებით გვეკითხება: “როდის შეძლებ თავად მიხედო საკუთარ თავს?” ვგრძნობთ და სინდისი გვქენჯნის, როცა თქვენი გამოგზავნილი ფულით ვყიდულობთ საჭმელს, ტანსაცმელს, ვიხდით სწავლის საფასურს.

რაც შეეხება თავისუფალ დროს, სტუდენტს სემესტრში საშუალოდ 5-6 საგნის გავლა უწევს. კვირაში 10 -12 საათი მხოლოდ ლექციებზე დასასწრებად. ამას დავუმატოთ  დავალებების, პროექტების, ტესტების, შუალედურებისა და ფინალური გამოცდების მზადებაში დახარჯული დრო.

სემინარებისთვის მზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. აუცილებელია დაბალანსებული ცხოვრება გვქონდეს, ამისათვის კი საჭიროა სოციალურად აქტიური იყო. მეგობრებთან დროის გატარება გვჭირდება განსატვირთად. სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებთ, სრულ განაკვეთიანი სამსახური გვექნება (იმედი მაქვს გვექნება), გვინდა ამ დარჩენილი დროით ვისიამოვნოთ.

ახალგაზრდები ვართ, მაგრამ სულ რამდენიმე წლის შემდეგ აღარ ვიქნებით. ამიტომ მაქიმალურად ვცდილობთ ამ წლების ნაყოფიერად გამოყენებას. ლექციების, დავალებების და მეგობრებთან ურთიერთობისთვის გათვლილი გრაფიკი რომ შევაჯამოთ, თითქმის აღარაფრის დრო არ გვრჩება. თუმცა ჯერ სად ვართ. მთავარი არ მითქვამს.

თქვენთან აღარ ვცხოვრობთ. ამიტომაც ყოველთვიურად გვიწევს „ძვირფასი“ ქირის გადახდა. სამწუხხაროა ფული ხეებზე რომ არ იზრდება. ამიტომაც ზოგიერთებს გვიწევს ვიმუშაოთ, რომ ქირის გადასახდელი ფული გვქონდეს. ნახევარ განაკვეთიანი სამსახურიც კვირაში მინიმუმ 15 საათს გვართმევს. ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ თავისუფალი დრო კი არა, დრო საერთოდ აღარ გვრჩება. თუმცა მგონი ისევ გამომრჩა რაღაც, სახელად „ძილი.“ რეკომენდირებულია ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ რვა საათი ეძინოს. თუმცა უკვე ხვდებით რომ ეს ჩვენთვის მიუღწეველი ფუფუნებაა..

ამ ყველაფრისგან საშინლად ვიღლებით.

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ ისევ თქვენი შვილები ვართ და კვლავ გვჭირდება თქვენი დახმარება, სიყვარული, თანადგომა, მიუხედავად იმისა რომ განუწყვეტლივ ვცდილობთ იმის დამტკიცებას, თითქოს უთქვენოდაც კარგად ვართ.

სამწუხაროდ, არ ვართ.

პატივისცემით,

თქვენი გადაღლილი სტუდენტი შვილები.

st

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

წყარო: theodysseyonline.com

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები