უნგრეთის უნივერსიტეტი სასწავლო პროგრამებზე სტიპენდიებს აწესებს

გაცვლითი პროგრამები

უნგრეთის პეჩის უნივერსიტეტი აწესებს სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში.

სტიპენდია გაიცემა შემდეგ საერთაშორისო პროგრამებზე (პროგრამების გავლა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე):

ბაკალავრიატი – ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია, ინგლისური და ამერიკული სწავლებები, საერთაშორისო ურთიერთობა, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკური განათლება – ტრენინგი;

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მაგისტრატურა – სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მენეჯმენტი, არქიტექტურა, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს კანონები, სტრუქტურული ინჟინერია;

დოქტორანტურა – ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, არქიტექტურა, არქიტექტურული ინჟინერია, რეგიონული განვითარება, სამედიცინო მეცნიერება;

პროგრამები, რომელთა გავლაც შესაძლებელია გერმანულ ენაზე: ფსიქოლოგია, ლიტერატურა და კულტურა;

იხილეთ პროგრამების სრული ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე.

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები