ლექტორების 7 ტიპი

მხიარული ინფო
1. ლექტორი, რომელსაც Power Point-ზე აქვს გართულება;

anigif_enhanced-buzz-13840-1409884525-5

ყოველთვის ყველა პრეზენტაციას ფავერ პოინტში ითხოვს. მისი საყვარელი ფრაზაა: “არ გაქვს პრეზენტაცია ფავერ პონტში? არ გაქვს ქულა.” დიდ ყურადღებას უთმობს ზოგადად პრეზენტაციებს, იძლევა შენიშნვებს იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს კარგი პრეზენტატორის მიხრა-მოხრა, საუბარი და ა.შ.

მისი კურსის სტუდენტები ხშირად იკიდებენ დაავადებას სახელად “პრეზენტაციოფობია”, რაც პრეზენტაციისადმი ისტერიულ შიშში გამოიხატება.

2. ზედმეტად მონდომებული ლექტორი;

2

ეს არის ლექტორი, რომელიც ენთუზიაზმს აფრქვევს. ხშირ შემთხვევაში ის უნივერსიტეტის ახალწვეულია, რომელსაც ჯერაც არ მობეზრებია სტუდენტები და მათთან კარგი ურთიერთობის დამყარებას პროფესიული განვითარების წინაპირობად მიიჩნევს. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი – ასეთი ლექტორების გადაბმული ხუმრობები, რომლებზეც ზრდილობის გამო ვიცინით, ძალიან დამღლელია.

3. ზედმეტად თვითდაჯერებული ლექტორი;

3

ის საშუალოზე მეტად სარკასტულია, რადგან საკუთარი ცოდნით ძალიან ამაყობს. მასთან შეკამათებას თუ გაბედავთ, ირონიული ღიმილი დაუსერავს სახეს, რომლითაც გეუბნებათ: “ჯერ ჩემამდე მოდი, მერე მეკამათე შე უვიცო ლაწირაკო.”

4. საშინლად მკაცრი ლექტორი;

4

“თუ სწავლა არ გინდა, ფულს რაღაში იხდი?!” – ეს მისი საყვარელი ფრაზაა. ხშირად წარმოთქმულ წინადადებებს შორისაა ასევე: “ჩემს საგანს სწავლის გარეშე ვერავინ ჩააბარებს.” მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრი მის საგანს სწავლითაც ვერ ჩააბარებს, იმიტომ რომ ეს ლექტორი ნამდვილ სიამოვნებას მაშინ იღებს, როცა სტუდენტებს ჭრის და საგანს ტენის.

  ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

5. კონფლიქტური ლექტორი;

5

ლექტორი, რომელიც ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ გაპატიებს და პირში გეცემა. მისი გადამტერება ნამდვილად არ ღირს, რადგან თუ დაუპირისპირდი, ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ცხოვრება გაგიმწაროს.

6. ლექტორი, რომელიც სულ აგვიანებს;

6

როცა სტუდენტი ლექციაზე აგვიანებს, მას არავინ ელოდება და ლექციაც ჩვეულებისამებრ იწყება, მაგრამ თუ ლექტორმა დააგვიანა, ორმოცი სტუდენტიც კი იძულებულია იჯდეს და მას ელოდოს, ბუნებრივია, თვითონ ვერ დაიწყებენ ლექციას. არსებობენ ლექტორები, რომლებიც პუნქტუალურობას ემტერებიან – ისინი არასოდეს მოდიან ლექციაზე დანიშნულ დროს და რაც უფრო საშინელია – გამოცდების შედეგებსაც მუდამ დაგვიანებით აგებინებენ სტუდენტებს.

7. სექსუალურად ანგაჟირებული ლექტორი;

http://ak-hdl.buzzfed.com/static/2014-09/7/0/enhanced/webdr09/anigif_enhanced-27177-1410064604-2.gif

ლექტორი, რომელიც მუდამ ეფლირტავება მიმზიდველ ბიჭებს/გოგოებს. ამ ტიპის მდედრობითი ლექტორები გამოირჩევიან თამამი დეკოლტეებითა და მოტკეცილი შარვალ-კაბებით, მამრობითები კი დენდური სტილის ჩაცმულობითა და თვალთა ხშირი ჟუჟუნით.

იხილეთ ასევე: 10 ტიპის სტუდენტი, რომელიც ყველა ჯგუფში გვხვდება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები