Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 ყველაზე უცნაური პროფესია, რომელსაც უნივერსიტეტში ასწავლიან

10 ყველაზე უცნაური პროფესია, რომელსაც უნივერსიტეტში ასწავლიან
December 30
17:31 2015
წარმოგიდგენთ ცხრა ყველაზე უცნაურ პროფესიას, რომელსაც უნივერსიტეტებშია ასწავლიან:

1. ბიტლოლოგი“ – ლივერპულში მდებარე ბრიტანული უნივერსიტეტი „Hope“ თავის სტუდენტებს სთავაზობს შემდეგი სპეციალობის შესწავლას: „TheBeatles, პოპ-მუსიკა და საზოგადოება“. ამ სპეციალობის კურსდამთავრებულები გახდებიან ნამდვილი დიპლომირებული „ბიტლოლოგები“, აგრეთვე სპეციალისტები ბოლო 50 წლის პოპულარული მუსიკის საზოგადოებაზე გავლენის სფეროში. აღსანიშნავია, რომ სწავლების საფასური ერთი სემესტრისათვის 4800 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

beatles

2. შეფუთვების სპეციალისტი – მიჩიგანის უნივერსიტეტი (MichiganStateUniversity) თავის სტუდენტებს სთავაზობს გახდნენ ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორებიც კი შეფუთვის სფეროში. ამ სპეციალობის სტუდენტები შეისწავლიან არა მარტო თანამედროვე შეფუთვის ტექნოლოგიებს, არამედ იმუშავებენ მათი ფუნქციონალურობისა და ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად. სპეციალისტები თვლიან, რომ ამ პროფესიას ნამდვილად აქვს მომავალი.

3. კანაფის (მარიხუანის) გაზრდის სპეციალისტი – ამ სპეციალობის შესწავლა შესაძლებელია მზიან კალიფორნიაში და ამაში არაფერია გასაკვირი, რამდენადაც სწორედ ამ შტატში მოხდა პირველად მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის მოხმარების ლეგალიზება. ამიტომაც, დღეისათვის კანაფის გაზრდა საკმაოდ მომგებიან ბიზნესად იქცა. ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ამ წელს მარიხუანის ლეგალურმა გაყიდვებმა შესაძლოა, 3 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

mariju

უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, სადაც ამ სპეციალობის შესწავლაა შესაძლებელი, კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. მათ უნივერსიტეტს Oaksterdam University დაარქვეს (ქალაქის დასახელებიდან გამომდინარე – Oakland და ამსტერდამი – რომელიც განთქმულია თავისი ყავახანებით, სადაც მარიხუანის მოწევა თავისუფლად შეგიძლიათ.) ამ უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება სემესტრში 800 ამერიკული დოლარი ღირს.

4. იპოდრომის მენეჯერი – ეს სპეციალობა ცხენებისა და დოღების მოყვარულებს მოუხდებათ. მის შესწავლას კი არიზონის უნივერსიტეტი (UniversityofArizona) გვთავაზობს. ამ ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, კურსდამთავრებულთა 80%, რომლებიც იპოდრომის მენეჯერის დიპლომს იღებს, თავისი სპეციალობით დასაქმებას კურსის დასრულებისთანავე ახერხებს.

5. გასართობი პარკის ინჟინერი – ამ საკმაოდ ვიწრო სპეციალობის შესწავლა შესაძლებელია კალიფორნიის უნივერსიტეტში (CaliforniaStateUniversity). მომავალი ინჟინრები ისეთი ატრაქციონების პროექტირებისა და მშენებლობის საწყისებს სწავლობენ, როგორებიცაა: კარუსელი, ამერიკული მთები და „ეშმაკის ბორბალი“. აღნიშნულ სპეციალობაზე კი გადასახადი არც ისე მცირეა – 1892 დოლარი.

  ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

6. სპეციალისტი გადაწყვეტილების მიღებაში – IndianaUniversity-ის მიერ წარმოდგენილი ეს სპეციალობა სულაც არ არის მათთვის, ვისაც გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. საუბარია სპეციალისტებზე, რომლებიც მეწარმეებსა და ტოპ-მენეჯერებს მნიშვნელოვანი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებიან. ისინი გამოიყენებენ სიტუაციის განვითარების პროგნოზირების მათემატიკურ მოდელებსა და სხვა ანალიტიკურ მეთოდებს, რომლებიც სამეცნიერო-კვლევითი მონაცემების საფუძველზეა შექმნილი.

7. აუქციონისტი – იმისათვის, რომ გახდეთ აუქციონისტი, ანუ ადამიანი, რომელიც აუქციონებს ატარებს – საჭიროა შესაბამისი განათლება. ამაში დაგეხმარებათ HarrisburgAreaCityCollege. სტუდენტებს აქ ასწავლიან, თუ როგორ უნდა შეირჩეს ნივთები აუქციონისთვის, როგორ უნდა შეფასდეს და, რა თქმა უნდა, როგორ ჩატარდეს აუქციონი. ტარდება თუ არა სპეციალური მეცადინეობები ჩაქუჩის ხმარებაში, სამწუხაროდ, ეს ჩვენთვის უცნობია.

8. სტადიონის ბალახის საფარის სპეციალისტი – ეს ერთ-ერთი იმ სპეციალობათაგანია, რომლის არსებობის შესახებ ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის და შესაძლოა, ვერც ვერასდროს გაიგოს. მიუხედავად ამისა, ამ სპეციალობის შესწავლა შესაძლებელია პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტში (PennStateUniversity). სტუდენტები შეისწავლიან სტადიონების ბალახის საფარის გაზრდისა და მოვლის საფუძვლებს, აგრეთვე სწავლობენ არც ისე მარტივ მეცნიერებებს, როგორებიცაა ბიოლოგია, ქიმია და მეტეოროლოგია.

9. კომიქსების ხელოვნება – მინეპოლისის კოლეჯში (Minneapolis College) ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებაზე ისწავლება ეს შესანიშნავი პროფესია, რომელიც სტუდენტებს შეასწავლის კომიქსების შექმნის ხელოვნებას. ლექციები მოიცავს ილუსტრაციების გაკეთებას შესაბამის თემატიკაზე;

Batgirl #41 joker variant DC Comics withdrawn, art by Rafael Albuquerque

10. დიასახლისი – Liberty University – მსოფლიოში უმსხვილესი ქრისტიანული უნივერსიტეტია, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს, დიასახლისობის სფეროში ბაკალავრის დიპლომი მიიღონ. რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულები დიპლომირებული დიასახლისები ხდებიან. უნივერსიტეტი, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს, ჰპირდება სტუდენტებს, რომ შეიმეცნონ „ღირებულებები, ცოდნა და უნარები, რომლებიც თანამედროვე ოჯახის გასამყარებლად არის საჭირო“. ამ სპეციალობის მეცადინეობებში შედის ისეთი საგნები, როგორიცაა „ბალანსი სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის, საოჯახო ფინანსები და დიეტოლოგია“. კურსის წლიური გადასახადი კი 20 300 ამერიკული დოლარია.

წყარო: ubr.ua

1,079 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2015
M T W T F S S
« Nov   Jan »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031