ნიცშეს საახალწლო სურვილი

ლიტერატურული გვერდი

ყოველწლიური და რუტინული საახალწლო სურვილებისა და გადაწყვეტილებების ნაცვლად, რომელთა უმრავლესობასაც ასრულება არ უწერია, სულიერი სწრაფვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების ხაზზე გადის და ეგზისტენციალურ მისწრაფებას წარმოადგენს, რომელსაც საკუთარ თავს იანვარში ვახსენებთ, როცა გვაქვს შანსი ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

1882 წელს ნიცშემ საახალწლოდ თავის არსებით მისწრაფებებს წერილობითი ფორმა მისცა და ეს ნაწყვეტი, რომელსაც ახლა იხილავთ, სწორედ იმ ნაშრომშია შესული („The Gay Science”), რომელშიც ნიცშემ გამოაცხადა, რომ ღმერთი მკვდარია.

აი, დადგა ახალი წელი და მე კვლავ ვარსებობ, კვლავ ვაზროვნებ. უნდა ვარსებობდე, ვინაიდან ვაზროვნებ. ვარსებობ, მაშასადამე ვაზროვნებ. ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ. დღეს ყველა იყენებს საკუთარი სურვილებისა და ფიქრების გამოხატვის თავისუფლებას. მეც მინდა ვთქვა, რა არის ჩემი სურვილი და რომელმა ფიქრმა გადაკვეთა პირველად ჩემი გონება ამ ახალ წელს – ფიქრმა, რომელიც ჩემი მომავალი ცხოვრების მთავარ საყრდენად უნდა იქცეს:

მინდა მშვენიერების დეტალებს ჩავწვდე, მსურს თავად ვიყო ადამიანი, რომელიც ქმნის მშვენიერებას. ამიერიდან ეს იქნება ჩემი მისწრაფება, თუმცა სულაც არ მსურს, სიმახინჯის წინააღმდეგ ომი წამოვიწყო. არ მსურს ვინმეს ან რამეს ბრალი დავდო, იმათაც კი, ვინც თავად განუწყვეტლივ ბრალმდებლები არიან.

რომ შევაჯამო, მსურს ამიერიდან ვიყო საკუთარ თავში და სათქმელში დარწმუნებული ადამიანი.

წყარო:brainpickings.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები