სრულად დაფინანსებული ტრენინგი ბერლინში

გაცვლითი პროგრამები

გოერდელერ კოლეგის სრულად დაფინანსებული პროგრამა  იწვევს ბაკალავრის ხარისხის მქონე მოტივირებულ ახალგაზრდებს, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან,თურქეთიდან, მოლდოვიდან.

პროგრამა უზრუნველყოფს სემინარების ჩატარებას, რომელიც ახალგაზრდებში აამაღლებს ცნობიერებას ისეთ თემებზე როგორიც არის საჯარო მმართველობა, ურთიერთობა ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორს შორის.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

პროგრამა ერთ წლის განმავლობაში გრძელდება და ის დაყოფილია შემდეგნაერად:

სამ კვირიანი სემინარი ბერლინში;

სემინარი 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით  გერმანიის კიდევ ერთ ქალაქში; პროექტის ერთ-ერთი ფაზა მშობლიურ ქვეყანაში 2016 წლის ოქტომბრიდან- 2017 წლის აგვისტომდე; 5 დღიანი სემინარი 2017 წლის მარტში და საბოლოო სამ დღიანი სემინარი ბერლინში, 2017 წელს.

სამუშაო ენა არის გერმანული

მოთხოვნები:

უნდა წარმოადგენდე შემდეგ ქვეყნებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, მოლდოვა, უკრიანა ან რუსეთი

გქონდეთ უნივერსიტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

რამდენიმე წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;

რეკომენდაცია თქვენი დამსაქმებლისგან;

ლიდერული უნარ-ჩვევები;

ფლობდეთ გერმანულ და ინგლისურ ენებს სრულყოფილად;

რობერტ ბოშის ფონდი სრულიად ფარავს მგზავრობის, საცხოვრებლის, სემინარების და საჭიროების შემთხვევაში გერმანული ენის კურსების ხარჯებს;

აპლიკაციები მიიღება 2016 წლის 22 თებერვლამდე

აპლიკაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიათ საიტს.

იხილეთ ასევე: ჩეხეთის უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

წყარო: edulab.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები