ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

შპს “ახალი ქსელები” აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტაჟიორის  პოზიციაზე:

პროგრამის აღწერა:

  • პროგრამა მოიცავს ერთიდან სამ თვემდე ანაზღაურებად  სტაჟირებას.
  • განმავლობაში გაეცნობით და შეიძენთ საფუძვლიან ცოდნასა  და გამოცდილებას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიც არის:  პერსონალის შერჩევის, დოკუმენტური ადმინისტრირების, პერსონალის განვითარების პროცესებში, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

მოთხოვნები:

  • მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები, ახალ კურსდამთავრებულები.  (უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგიის მიმართულებას;)
  • სავალდებულოა MS Office ცოდნა ძალიან კარგად;
  • პროფესიონალური მიმოწერის წარმოების უნარი;
  • ენების ცოდნა: ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული და  ინგლისური ენის ცოდნა კარგად;
  • დაგეგმვის უნარი – შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და დროში სწორად გადანაწილება;
  • კონფიდენციალური და საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
  • დატვირთულ და მცირე დროის პირობებში მუშაობის უნარი, სტრესისადმი გამძლეობა;
  • ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
  • გუნდური მუშაობა;

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ,, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტაჟიორება“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები