სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში

გაცვლითი პროგრამები

განათლების საერთაშორისო ცენტრი 11 იანვარს ახალ სასტიპენდიო პროგრამას – „სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში 2016-2017“ აცხადებს. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საქართველოს ოცამდე მოქალაქის სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას.
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი.
კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 11 იანვრიდან – 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.
დაინტერესებული პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით https://app.iec.gov.ge/
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. ელ. განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ) უნდა აიტვირთოს სააპლიკაციო ფორმაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.
ელ. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. ელ. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
კონკურსის საბოლოო შედეგები 2016 წლის 11 მარტამდე გახდება ცნობილი.
საკონკურსო განაცხადების განხილვისას მხედველობაში მიღებული იქნება სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
დაინტერესებულ პირებს საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე – http://iec.gov.ge/4268

იხილეთ ასევე: საზაფხულო სკოლა ნორვეგიაში

წყარო: განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური Facebook გვერდი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები