13 ნიშანი, რომელიც ამბობს რომ საშუალოზე ჭკვიანი ხარ

საინტერესო ფაქტები


წლების განმავლობაში მეცნიერული კვლევების შედეგად დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია 13 ზოგადი ნიშნის გამოყოფა, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათი მატარებელი ადამიანი საშუალოზე ჭკვიანია:

  1. ბავშვობაში მუსიკალურ გაკვეთილებზე გივლია;

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკა ხელს უწყობს ბავშვების გონებრივ განვითარებას სხვადასხვა გზით და საბოლოო ჯამში, 2013 წელს შელენბერგის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომლებმაც კარიერულ წინსვლას მიაღწიეს, ბავშვობაში მუსიკალური კურსები ჰქონდა გავლილი;

  1. ოჯახში უფროსი შვილი ხარ;

 ნორვეგიელმა ეპიდემიოლოგისტმა ჩაატარა კვლევა, რათა შეესწავლა დაბადების თანმიმდევრობის შედეგები  IQ მაჩვენებელზე და აღმოაჩინა, რომ ოჯახის უფროს შვილს დანარჩენებზე საშუალოდ 3 ქულით უფრო მაღალი IQ მაჩვენებელი აქვთ.

  1. გამხდარი ხარ;

2006 წელს მეცნიერებმა დაახლოებით 2,200 ზრდასრული ადამიანი შეისწავლეს და დაასკნეს, რომ რაც უფრო დიდი წელის შემოწერილობა, მით უფრო ნაკლებია კოგნიტიურ შემეცნების შესაძლებლობა.

  1. გყავს კატა;

2014 წელს 600 სტუდენტზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ძაღლები უფრო მოსწონთ, ვიდრე კატები, მეტად კომუნიკაბელურნი არიან კატების მოყვარულებთან შედარებით;

თუმცა კატების მოყვარულებმა კოგნიტური შესაძლებლობების კუთხით უფრო მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირეს.

  1. ბავშვობაში ძუძუთი გკვებავდნენ;

2007 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძუძუთი კვების რეჟიმზე მყოფი ბავშვები ამ რეჟიმის მიღმა დარჩენილ „კოლეგებზე“ უფრო ჭკვიანი მოზარდები ხდებიან.

ორი კვლევის ფარგლებში 3,000 ბავშვზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პირველი კატეგორიის ბავშვები IQ ტესტში უფრო მაღალ შედეგებს იღებდნენ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

  1. გამოგიყენებია რეკრეატიული ნარკოტიკები;

2012 წელს 6,000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა ისინი, ვისაც მოზარდობის პერიოდში უკანონო ნარკოტიკები გამოუყენებიათ. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანების IQ მაჩვენებელი სხვებთან შედარებით მაღალია;

  1. ცაცია ხარ;

სტერეოტიპულად ცაციები კრიმინალებთან ასოცირდებიან და თუ სტატისტიკას გადავხედავთ, კრიმინალების დიდი ნაწილი მართლაც ცაციაა.

თუმცა 1995 წელს მარია კონიკოვას მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცაციების უმეტესობას აქვს უნარი იაზროვნოს განსხვავებულად და ჩვეულებრივზე სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები.

  1. მაღალი ხარ;

2008 წელს პრინსტონში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ობიექტიც 1000 ადამიანი იყო, აჩვენა, რომ მაღალმა ბავშვებმა დანარჩენებზე უკეთესი IQ მაჩვენებელი დააფიქსირეს, ხოლო მოგვიანებით უკეთეს სამსახურებში მოეწყვნენ, ვიდრე სხვები.

  1. ალკოჰოლს რეგულარულად ეტანები;

რევოლუციურმა ფსიქოლოგმა სატოში კანაზავამ ჩაატარა კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც დაასკვნა, რომ მაღალი IQ მაჩვენებელი იმ მოზარდებს ჰქონდათ, რომლებიც ეტანებოდნენ ალკოჰოლს.

  1. პოლიტიკურად ლიბერალური შეხედულება გაქვს;

კანაზავამ სხვა კვლევაც ჩაატარა, რომლის მიხედვითაც იმ ზრდასრულ ადამიანთა IQ მაჩვენებელი უფრო მაღალია, რომლებსაც პოლიტიკურად ლიბერალური ხედვა აქვთ, ვიდრე დანარჩენების;

  1. კითხვა ადრე ისწავლე;

2012 წლის კვლევაში დიდ ბრიტანეტში 2000-მდე ინდენტურ ტყუპებს დააკვირდნენ და დაასკვნეს, რომ ის ბავშვები, რომლებმაც კითხვა შედარებით ადრე დაიწყეს, უფრო მაღალი კოგნიტური შესაძლებლობებით გამოირჩევიან.

  1. ხშირად ნერვიულობ;

არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მუდმივად გაღიზიანებული ინდივიდუალები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე სხვები.

  1. კარგი იუმორის გრძნობა გაქვს;

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ფსიქოლოგიის 400 სტუდენტი შეისწავლეს და თითოეულ მათგანს სთხოვეს, მოეფიქრებინათ სასაცილო წარწერები ნიუ იორკერის მიერ შექმნილი კომიქსებისთვის;

შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც შეძლო სასაცილო ტექსტის მოფიქრება, სხვებზე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა.

იხილეთ ასევე: 5 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ რესურსი

წყარო: techinsider.io

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები