სასწავლო სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებზე ბუქარესტში

გაცვლითი პროგრამები

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო – AUF აცხადებს 2016-2017 სასწავლო წლის სამაგისტრო სტიპენდიებს პროგრამაზე: „ენების სწავლება“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ, მინიმუმ, ბაკალავრის დიპლომს ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში ან მსგავსი მიმართულებით.

პროგრამა შედგება 4-თვიანი სასწავლო კურსისა და 5-თვიანი ტრენინგებისგან.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

სტიპენდია მოიცავს:

  • ყოველთვიურ სტიპენდიას – თვეში 570 ევროს ოდენობით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

მიმღები უნივერსიტეტია: University ,,Politehnica” of Bucarest

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2016 წლის 31 მარტი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე და თანდართულ დოკუმენტში ან ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ Georgiana RUSU-ს ელექტრონულ ფოსტაზე: georgiana.rusu@auf.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები