სტაჟირება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

დასაქმება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში სტაჟიორის პოზიციაზე.

გასაუბრებაზე დაიშვებიან ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებიც საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებებიდან. სტაჟირებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტის სალექციო გრაფიკი.

სტაჟირების ვადა – 3 თვე

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სამუშაოს აღწერა:

  • სეისმური აპარატურის გამართვა და ინსტალაცია;
  • ქსელის აწყობა სადგურებიდან სეისმური მონაცემების პირდაპირი გადმოცემის რეჟიმში მისაღებად;
  • არსებული სეისმური სადგურების სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მიღებული სეისმური ჩანაწერის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სეისმურ სადგურზე აპარატურული ხარვეზების აღმოფხვრა.

პიროვნული უნარები:

  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ასაკი 20-30 წლამდე
  • განათლება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
  • სასურველია მიკროელექტრონიკის ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება ოპერაციული სისტემა Linux-ის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით. (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები