ბილიარდში სტუდენტური ჩემპიონატი ჩატარდება

ივენთი

 

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინინისტროს მხარდაჭრით, 1-3 თებერვალს საბილიარდო კლუბ „რიო“-ში სტუდენტურ ჩემპიონატს – “პული (8)”-ს გამართავს.

საბილოიარდო ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტიდან არა უმეტეს 4 ვაჟსა და 4 გოგონას.

რეგისტრაცია 28 იანვრამდე გაგრძელდება.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • მონაწილე იყოს სტუდენტი
  • წარმოადგინოს სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და პირადობის მოწმობის ასლი.

მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ ფედერაციის მეილზე – usf.georgia@gmail.com ან facebook-ის გვერდზე .

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები