ნანა შენგელია – უშრეტი ენერგია

განათლება

წარმოუდგენელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდე და ნანა შენგელიას არ იცნობდე. ამისთვის აუცილებელი არ არის, მისი სტუდენტი იყო. ნანა შენგელია ყოველთვის იქაა, სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. თუმცა, თუ მისი სტუდენტი უკვე იყავი, გეცოდინება, რომ მისი ლექციები… ლექციები?! – ლექციებს ვერც კი ვუწოდებდი. ეს, უფრო თანამუშაობაა ერთი მიზნის მისაღწევად. თანამშრომლობა, რომლის დროსაც გაუცნობიერებლად სწავლობ და შეიმეცნებ თეორიულ მასალას. სწორედ, ეს უნარი გამოარჩევს ჩემს ლექტორ ნანას, ყველა სხვა ლექტორისაგან. მისი სტუდენტობა, არის შესაძლებლობა, პირველი ლექციიდანვე იგრძნო თავი ჟურნალისტად.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

 

11ნანა შენგელია ქალაქ ქუთაისში დაიბადა და განათლებაც აქ მიიღო. ბაკალავრიატი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა და ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა. როგორც თავად გვიყვება, სკოლაშიცა და უმაღლესშიც ძალიან აქტიური იყო და მაღალი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩეოდა.

ბავშვობიდან იურისტობა სურდა თუმცა მამის გარდაცვალებამ მის არჩევანზე იმოქმედა და მხოლოდ ჟურნალისტიკაში მოახერხა საკუთარი თავი ეპოვა. როგორც თავად ამბობს ჟურნალისტიკაში თავს ისე გრძნობს როგორც – “თევზი წყალში”.

“ხშირად, ჟურნალისტიკაში, ბევრია ისეთი ფაქტი, რაც ჩაძიებასა და გამოძიებას საჭიროებს, ამიტომ ყველა ჟურნალისტი, რაღაც მხრივ, გამომძიებელიც არის. ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვობის სურვილი, ნახევრად მაინც ავისრულე”, – აღნიშნავს იგი.

პრაქტიკული საქმიანობა უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო.

“ბავშვობაში, ჩემი საყვარელი თამაში ” მასწავლებლობანა” იყო და იმის გამო, რომ სამეზობლოში ერათადერთი გოგო ვიყავი, ჩემს თავს ვეთამაშებოდი ხოლმე; ალბათ, ცნობიერებაშიც გამომყვა. ვგიჟდები ბავშვებზე და ყველაზე კარგი რაც ამ საქმიანობაშია, ისაა, რომ მე არ ვბერდები, რადგან სტუდენტებისგან ყოველდღე ვიღებ ახალგაზრდობის ელექსირს”.

1

“ნანა შენგელიას 2008 წლიდან ვიცნობ. ის ყოველთვის გამორჩევა პროფესიონალიზმით. მის მიერ ჩატარებული ლექცია-სემინარები, უდაოდ, ინტერესით სავსეა, რასაც ადასტურებს სტუდენტთა მიერ ხშირად გამოთქმული კმაყოფილება”, – ასე აფასებს ფაკულტეტის დეკანი, აკაკი ბაკურაძე ჩვენს ლექტორს.

“როგორც კოლეგა არის ძალიან კრეატიული, ენერგიული, ნოვატორი. საკუთარი საქმის მოყვარული და უბრალოდ – ადამიანი უშრეტი ენერგიით”! – ასე ახასიათებენ კოლეგები ქალბატონ ნანას, თუმცა ის რეკომენდაციების გარეშეც ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორია, მთელს უნივერსიტეტში.

შვილისთვის ძალიან მოსიყვარულე დედაა, როგორც თვითონ გიორგი ამბობს: – “დაუზარელია, ყოველთვის ყველა თხოვნის შესრულება შეუძლია და რაც მთავარია, ყოველთვის პოულობს დროს ჩემთვის”.

2

ნანა შენგელია 25-მდე სამეცნიერი ნაშრომის ავტორია. ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია – ასოციაცია, ჟურნალისტები რეგიონის განვითარებისთვის; ასევე, იგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების მიმართულების კურატორია. ამავდროულად, ჩვენც გვიკითხავს ლექციებს ჟურნალისტიკაზე, რეკლამასა და დებატების ხელოვნებაზე.

ნანა შენგელიას რჩევები მომავალ ჟურნალისტებს:

“პირველ რიგში, ადამიანი შინაგანად თავისუფალი უნდა იყოს შემეცნებით პროცესში და თუ ამ თავისუფლებით იხელმძღვანელებს პრაქტიკულ საქმიანობაში, მას გარანტირებული ექნება წარმატება. თუკი, შემეცნების დროს, საკუთარი ეგო ჩაკეტილი ექნება, ის ვერასდროს გათავისუფლდება და ვერ გახდება კარგი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი.

12246831_1197174060310733_2976900321669835854_n

ავტორი: მარიამ კვერნაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები