მელანო ფისაძე – წარმატებული სტუდენტის წარმატებული კარიერა

სტუდენტური სახე

 

ტრადიციულად, ჩვენ იმ სტუდენტებს გაცნობთ, რომლებმაც წარმატებებს რამდენიმე წელში მიაღწიეს. სწორედ, ასეთი სტუდენტია მელანო ფისაძე. მან ჩვენთან საუბრისას ბავშვობაზე, სამომავლო გეგმებსა და უნივერსიტეტზე ისაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

 

,,4წლის ასაკში მშობლებმა მიმატოვეს-წარმატებული სტუდენტის, წარმატებული კარიერა’’– თავდაპირველად გააცანი შენი თავი ჩვენს მკითხველს.

მე ვარ მელანო ფისაძე 21 წლის. აქტიური სტუდენტი და მომღერალი.

– მელანო უკვე მესამე წელია, რაც საჯარო მმართველობას სუხიშვილის უნივერსიტეტში ეუფლები, როგორია შენი შთაბეჭდილება, კმაყოფილი ხარ აქ გატარებული წლებით?

დიახ, მესამე წელია, რაც ამ უნივერსიტეტში ვსწავლობ და ეს წლები არის საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. მომწონს ლექტორებისა და სტუდენტების ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება.

– როგორც სტუდენტი, რას ფიქრობ, უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე? რა მოგწონს ან, რა არ მოგწონს.

ძნელია თქვა რა არ მოგწონს, როდესაც ყველაფერი მოგწონს. განსაკუთრებით მომწონს, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი და მისი მოადგილე.

– ალბათ, შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ეტაპი „ჯეოსტარია”, როგორ მოხვდი ამ პროექტში? საზოგადოებამ სწორედ აქედან გაგიცნო.

არანაირად არ არის მთავარი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ,,ჯეოსტარი”, რადგან მხოლოდ გამოცდილებად ვთვლი. მოვხვდი ძალიან უეცრად, – ერთ დღეს გავიღვიძე და წავედი ქასთინგზე. მოვხვდი 30 ადამიანში, მაგრამ ასაკისა და იმის გამო, რომ ხმის მუტაცია მქონდა დაწყებული, ვერ გადავედი შემდეგ ეტაპზე. ერთი რამ მინდა ვთქვა: ყველას ეგონა, რომ მელანომ ჯეოსტარზე იტირა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. დილის 8-საათიდან ვიდექით მონაწილეები გაუნძრევლად და ველოდებოდით ჟიურის, რომელიც გვიან მოვიდა და საღამომდე არ მომიწია გასვლა, ამიტომ გადაღლილობისგან ასე გამოჩნდა კადრში.

10527474_333689846780577_2109602024416513910_n

– რამდენად შეიცვალა შენი, როგორც დამწყები მომღერლის ცხოვრება ამ პროექტის შემდეგ?

ამ პროექტის შემდეგ, არანაირად არ შეცვლილა, რასაც ვერ ვიტყვი ასევე მუსიკალურ პროექტზე – ,,ახალი ხმა”. ჩემი ერთ-ერთი გამოსვლა ნახა ვალერი სუხიშვილმა, უნივერსიტეტის რექტორმა და მას შემდეგ, ჩემი სწავლის სრული დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო ჩემთვის.

– როგორ ფიქრობ, დაგეხმარება, სუხიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტობა წარმატების მიღწევაში?

რამდენად დამეხმარება, ეს ჩემზეა დამოკიდებული – გავაგრძელებ თუ არა, საჯარო მოხელის სტატუსით მუშაობას მომავალში. თუმცა, თუ გადავწყვეტ მუშაობას, ვიცი, რომ გამომადგება ამ უნივერსიტეტში მიღებული განათლება წარმატების მიღწევაში.

– გარდა სწავლისა, კიდევ რით ხარ დაკავებული ამჟამად? ვიცით, რომ საზრუნავი შენი ძმები არიან.

გარდა სწავლისა ვმღერი რესტორან ,,სპორტ კაფეში” პოპს და ჯაზ-ბლუზს. თავისუფალ დროს ვატარებ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. რითიც შემიძლია, ჩემი ძმების გვერდით ვარ და თუ არ შემეძლება რამე, მაინც შევძლებ!

– უხერხულად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ, როგორც ვიცით დედ-მამის გარეშე იზრდებით.

ასეა, გამოდის, რომ წლების წინ, მე ავიღე დედის როლი ჩემ თავზე. ადრე, ამაზე არ ვლაპარაკობდი, რადგან პატარა ვიყავი. დღეს კი, ეს თემა ცუდად მოქმედებს ჩემზე. წარსული, წარსულია… ყველას გაუძნელდებოდა, მაგრამ ცხოვრება მუდამ გიმზადებს გამოცდებს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემზე რთული გზა ბევრს გაუვლია. უბრალოდ, ყველას ვუსურვებ, კარგ და ბედნიერ ცხოვრებას. მხოლოდ იმისი თქმა შემიძლია, რომ მშობლები ცოცხლები არიან, მაგრამ ყველას ცხოვრებაში არის ალბათ ის ეტაპი, რომელიც უეცრად ყველაფერი იცვლება და ადამიანებიც შეცდომებს უშვებენ.

– როგორ ფიქრობ, რატომ დაგასახელა უნივერსიტეტმა წარმატებულ სტუდენტად?

წარმატებულ სტუდენტად? – ძალიან მაგარია. უზომოდ მიხარია. ალბათ, იმიტომ, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ჩემია. მაგალითად, ვმღერი სტუდენტური ჩემი უნივერსიტეტის სახელით სტუდენტურ დღეებზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე… ვცდილობ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სახელი იყოს მუდამ საამაყო.

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები