Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რატომ უნდა წაშალოთ Facebook აპლიკაცია თვქენი სმარტფონებიდან ახლავე

რატომ უნდა წაშალოთ Facebook აპლიკაცია თვქენი სმარტფონებიდან ახლავე
February 08
10:00 2016

 

მობილურებისთვის განკუთვნილი facebook აპლიკაცია სმარტფონის მუშაობის პროცესს საგრძნობლად ანელებს და სწრაფად ცლის ელემენტს. თუ facebook აპლიკაციით სარგებლობთ, იქნებ დროა, მის წაშლაზე იფიქროთ?! უსაზღვროდ წარმატებული აპლიკაცია დავის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოფიციალურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მისი გამოყენება წარმოუდგენელი სისწრაფით ისრუტავდა ელემენტის ენერგიას და აფერხებდა მობილურის გამართულ მუშაობას.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მობილურში facebook აპლიკაციის დაინსტალირებამ, შესაძლოა, თქვენი ანდროიდის მუშაობა დაახლოებით 15%-ით შეამციროს. facebook-ის ფანებმა ერთ-ერთ ამერიკულ სოციალურ საიტზე აპლიკაციების უარყოფითი ზემოქმედებები განიხილეს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა გრაფიკული ცხრილი გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებენ ანდროიდის აპლიკაციები მობილურის ელემენტზე.

თითოეული აპლიკაცია ბევრად უფრო სწრაფად იტვირთებოდა, როდესაც იმავე სმარტფონზე facebook აპლიკაცია არ იყო დაინსტალირებული. Reddit-ის (ამერიკული სოციალური ქსელი) ერთ-ერთი მომხმარებელი( pbrandes_eth) შოკირებული იყო შედეგით, როდესაც მან წაშალა facebook-ი: – „ვფიქრობ ჩემთვის ასე უფრო მისაღებია… ამიერიდან ბრაუზერით ვისარგებლებ“, – აღნიშნა მან.

pbrandes_eth აცხადებს, რომ მესენჯერი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე facebook-ი. ტესტების შედეგად, ორივე აპლიკაცია ინდივიდუალურად ანელებს ტელეფონს, უხეშად რომ ვთქვათ, 5%-ით. facebook-ისა და მესენჯერის გავლენის დასადგენად Redditor-მა ტესტი აპლიკაცია DiscoMark-ის გამოყენებით ჩაატარა.

facebookGoogle Play Store-ის ჩამონათვალის მიხედვით, DiscoMark-ი ამოწმებს თქვენი ტელეფონის მუშაობის ხარისხს აპლიკაციების ჩართვის დროის დაფიქსირებაზე დაყრდნობით. ხელოვნური გამოთვლების ნაცვლად, რომლის შედეგის გადმოცემა საკმაოდ რთულია, DiscoMark-ი გიჩვენებთ, რამდენი დრო სჭირდება აპლიკაციის ჩართვას.

„ ეს არის შესრულებული სამუშაო მეტრულ ფორმატში, რომელიც რეალურად აჩვენებს თქვენი ტელეფონის მუშაობის ხარისხს“. აპლიკაციის სხვა მომხმარებელი ამატებს: – „დარწმუნებული არ ვარ, ცუდად დაწერილი პროგრამის ბრალია თუ უბრალოდ ეს აპლიკაცია ბევრ პერიფერიულ სამუშაოს ასრულებს“.

მათმა მიგნებებმა აჩვენა, რომ მართალია, ცალკე აღებული facebook აპლიკაცია დიდ ენერგიას არ მოიხმარს, მაგრამ მისი გადაყენების შემდეგ მობილურის ელემენტი გაცილებით დიდ ხანს ძლებს.
ამ დროისათვის, facebook-თან დაკავშირებული პრობლემის თავიდან აცილების საუკეთესო გზად რჩება, ისარგებლოთ თქვენი სმარტფონის Chrome ბრაუზერით facebook გვერდზე შესასვლელად.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა facebook-ი ენერგიის სწრაფად ხარჯვასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს მობილურებში.

მესენჯერიდან შეტყობინებები თავისით გაქრება

წყარო: http://www.express.co.uk/

თარგმნა: ქეთი ქურციკიძემ

1,301 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2016
M T W T F S S
« Jan   Mar »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29