Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ გავხდეთ იდეალური ლექტორი – რჩევები სტუდენტებისგან (+გიფები)

როგორ გავხდეთ იდეალური ლექტორი – რჩევები სტუდენტებისგან (+გიფები)
February 10
14:40 2016

 

✳ „ქულაზე დახამებულ ლექტორებს ვერ ჩამოვთვლი,მეშინია სახელი არ გამომრჩეს          რომელიმესი“.

✳ “გათხოვდი, კაცო, სწავლა მეორე ხარისხოვანია“.

რამდენად უმართლდებათ ქუთაისელ ახალგაზრდებს  მოლოდინები საოცნებო ლექტორზე,როდესაც ისინი უნივერსიტეტში აბარებენ? რა არის ის კრიტერიუმები,რასაც სტუდენტების აზრით სრულყოფილი ლექტორი უნდა აკმაყოფილებდეს? როგორი უნდა იყოს, ან არ იყოს იდეალური ლექტორი – ამაზე ქუთაისელი ახალგაზრდები თავად გვპასუხობენ:

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

„ ლექტორს თავისთავად საგანში უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა ისე, რომ “სტუდენტის” დასმულმა შეკითხვამ ვერ ჩაჭრას. ზოგადად განათლებული პიროვნება თუა, მის ლექციაზე დასწრების რაოდენობას ზრდის ხოლმე ბოლოსდაბოლოს“, ნიკო (აწსუ)

„ლექტორი უნდა იყოს დადებითი, კარგი ხასიათის და არ უნდა იცოდეს ანეკდოტები,იმიტომ, რომ ხანდახან არაა სასაცილო ანეგდოტებზე ძალით გვიწევს სიცილი…” თემო (ქუთაისის უნივერსიტეტი)
https://media.giphy.com/media/xT0BKrnjEpfjhSGYbS/giphy.gif
„ჩაბარებამდე ვფიქრობდი, რომ ლექტორისთვის მაქსიმალური ასაკი 50 წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა რომ ვხედავ 97 წლისაც რომ იყოს, არაუშავს… ამ ასაკის ლექტორებიდან თითქმის ვერცერთი ვერ ამჩნევს ლექციაზე დადიხარ თუ არა. საერთოდაც, პირველად რომ გხედავდეს, ეტყვი სულ დავდიოდიო, ის კი იფიქრებს, ალბათ, არ მახსოვსო და გეტყვის:

– კარგი ბიჭი ხარ შენ, ჯემალიო. – რომ ეტყვი:
– გელა ვარ პატივცემულოო, – გიპასუხებს:
– ხო, რეზო, შემეშალა, უკაცრავადო“, – გელა (აწსუ).
https://media.giphy.com/media/3o6gbaWyu701oWDpAY/giphy.gif
„ნუ, ცალ-ცალკე ავიღებდი თითო ლექტორის რამე დადებითს – ერთის ცოდნას, ერთის გამოცდილებას, ერთის ურთიერთობების ცოდნას ადამიანებთან, ზოგის იუმორს, დახვეწილ მანერებს, ზოგს ფულიც არ აკლია და რაც მთავარია – დავუმატებდი იმ საქმის სიყვარულს, რასაც აკეთებს… და ასე შევკრავდი ერთ იდეალურ ლექტორს“, – ნინიკო (აწსუ).

„მყავს ლექტორი,რომელის ლექციას გინდა უსმინო სულ და არ გაჩერდეს. მაგრამ უმეტესად, მყავს ქულის ხამი ლექტორები, არ ჩამოვთვლი სახელებს, გამომრჩება რომელიმე“, – საბა (აწსუ).
https://media.giphy.com/media/xT0BKoH04YK4XWa688/giphy.gif
„რამდენიმე კარგი ლექტორი გვყავს, პოზიტივს რომ აშუქებს და ძალიან ობიექტურები რომ არიან. მაგრამ არიან სხვანაირებიც. ლექტორი თავის საქმის მცოდნე უნდა იყოს, მაგალითად, ერთი გვყავს ისეთი ლიტერატურაში არაფერი რომ არ გაეგება და ჩვენც ზეპირზე სისულელეებს ვუყვებით ხოლმე ის ვერ გებულობს და ასე გვიწერს 30 ქულას“ – სოფო (აწსუ).
http://static2.wikia.nocookie.net/__cb20130921015604/vampirediaries/images/3/33/Blankstare.gif
„ჩემთან არიან ყურადღებიანები. კვირა არ გავა, რომელიმე სტუდენტის ოჯახი რომ არ მოიკითხოს, ან მისი გენეოლოგიის გამოკვლევა არ დაიწყოს ლექციაზე. ჩვენი ლექტორები არიან მზრუნველებიც. იციან ხოლმე, როგორ ვიტვირთებით “უნივერსიტეტში სწავლით”, ამიტომ, გამოცდებზე უბრალოდ მოდიან და ნიშნებს წერენ. ლექტორები შრომისმოყვარეებიც არიან. დაგვსვამენ სტუდენტებს, გვკარნახობენ და გვაწერინებენ. აი, ეს არის საკუთარი გამოცდილებით მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ლექტორი“, – ხატია (აწსუ).

„პირველ რიგში, ლექტორი არ უნდა ცდილობდეს დაბალი ქულების წერით საკუთარი სიმკაცრის დამტკიცებას და უნდა შეეძლოს სტუდენტების წახალისება. დაწერილ გამოცდას ფურცლების რაოდენობით კი არა, ნაწერის შინაარსით უნდა ამოწმებდეს და საკუთარი თავის რეალიზებაზეც უნდა ზრუნავდეს“, – სალომე (აწსუ).
https://media.giphy.com/media/l4KhJCsS8nnon64ms/giphy.gif
„უნდა იყოს მოწესრგებული, კორექტული, ჰუმანური, მომთხოვნი და პროფესიაზე ორიენტირებული. ლექტორი ოჯახის ისტორიებს არ უნდა ყვებოდეს ლექციაზე და გოგოებს არ უნდა ეძახდეს „გათხოვდით, კაცო, სწვლა მეორე ხარისხოვანიაო“, – თიკო (აწსუ).
https://media.giphy.com/media/d4blKlFoYIkDfmWA/giphy.gif

„ჩემთვის და ჩემი კურსელებისთვის იდეალური ლექტორი იქნება ის ადამიანი, რომელსაც ადამიამობა ჯერ კიდევ შენარჩუნებილი აქვს, როდესაც რაღაც პრობლემაა საგანთან დაკავშირებით გისმენს და გეხმარება ყველანაირად და იმას არ გეუბნება, თუ დაბალი ქულა მიიღე მოემზადე და შემდეგ შუალედურებზე მიიღე მაღალი ქულაო“, – გიორგი (აწსუ).

„გამოვყოფდი ერთ ლექტორს, რომელიც ადამიანად გვთვლის და მასთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლია საუბარი, ლექტორი უნდა იყოს კორექტული და ზემოდან მხოლოდ იმის გამო არ უნდა უყურებდეს ადამიანს, რომ ის სტუდენტია“, – მაიკო (აწსუ).
https://media.giphy.com/media/xT0BKfuO0eQ5qMZA5y/giphy.gif
„ლექტორი, პირველ რიგში, არ უნდა იყოს მასწავლებელივით, პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს სტუდენტს, უნდა ესაუბრებოდეს მას როგორც თავის ტოლს და არა როგორც ღლაპს, ჩასუქებულებიც არ უნდა უძახოს გოგოებს…“, – გიო (აწსუ).
https://media.giphy.com/media/xT0BKDZak8NWGqcV8I/giphy.gif

მოამზადა: მარუსა ხურციძემ

იხილეთ ასევე: ლექტორების 7 ტიპი

სტუდენტის 6 ტიპი გამოცდაზე|GIF

10 ტიპის სტუდენტი, რომელიც ყველა ჯგუფში გვხვდება

1,834 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2016
M T W T F S S
« Jan   Mar »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29