Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მარიამ კეჩხუაშვილი – გზა გორის უნივერსიტეტიდან ესპანეთამდე

მარიამ კეჩხუაშვილი – გზა გორის უნივერსიტეტიდან ესპანეთამდე
February 11
12:22 2016

 

მარიამ კეჩხუაშვილი, რომელმაც ადრეული ასაკიდანვე დაიწყო საკუთარ განვითარებაზე ფიქრი, გორში 1994 წლის 10 თებერვალს დაიბადა. სამომავლო გეგმებსა და სწავლა-განათლებაზე ბავშვობიდან ზრუნავდა. თავდაპირველად, როდესაც უნივერსიტეტში წარმატებით ჩაირიცხა, მისი ერთადერთი ოცნება საზღვარგარეთ წასვლა და იქ განათლების მიღება იყო.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

დროსთან ერთად, მისი ცხოვრებაც შეიცვალა. ზრდასრულ ასაკში, მშობლები დაკარგა და საკუთარ მომავალზე დამოუკიდებლად დაიწყო ზრუნვა. ახლა, ბავშვობის ყველა ოცნება აისრულა და უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტად ითვლება, დამეთანხმებით, ალბათ, რომ მასთან ინტერვიუ საინტერესო იქნება.

– მარიამ, გაგვაცანი საკუთარი თავი.

მე მარი კეჩხუაშვილი ვარ. სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეოთხე კურსის აქტიური სტუდენტი, ტურიზმის სპეციალობას ვეუფლები. 2014-2015 წლებში ერასმუსის სტიპენდიანტი ვიყავი.

– გაიხსენე პერიოდი, როდესაც უნივერსიტეტში ჩაირიცხე.

ამისთვის ბევრი შრომა დამჭირდა, ღამებიის გათენება და ბევრი ნერვიულობაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩავირიცხე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ სწავლა საზრვარგარეთ გავაგრძელე. ვთვლი, რომ პირველი ოცნება ავისრულე.

– რა გემო აქვს საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას?

პირველ რიგში მოგესალმები, სანამ კითხვას პასუხს გავცემ მანამდე, მინდა ვთქვა, რომ სწავლა კარიერული წინსვლის საწინდარია. არ აქვს მნიშვნელობა ეს საქართველოში იქნება, თუ საზღვრებს მიღმა. რაც შეეხება საზრვარგარეთ მიღებულ ცოდნას, ეს არის სხვა პერსპექტივა, სხვა ხედვა, სხვა შემართება. პირადად მე, როდესაც ვსწავლობდი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი), მივხვდი რომ მივიღე რეალური, მყარი ცოდნა. მართალია, სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ჩემმა ნებისყოფამ გადამალახინა ყოველივე. ახლა ვარ უფრო თვითდაჯერებული და ორიენტირებული ჩემს კარიერულ განვითარებაზე. აი, სწორედ ესაა საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის გემო.

– რით განსხვავდება ესპანეთის განათლების სისტემა ქართულისაგან?

10980713_592551150875549_1178933867063341858_n (1)ამ კითხვას დიდი ხანია ველოდი, რადგან უამრავი განხვავება არსებობს. ესპანეთში, პირველ რიგში, რაც თვალშისაცემი და სასიამოვნო იყო, ეს არის მათი კომპიუტერული და ინდივიდუალური სწავლების მეთოდები. იქ არ არსებობდა სემინარები – მოყოლის ტრადიცია. ძირითადად, პრაქტიკული სავარჯიშოები იყო, სადაც ამოწმებდი საკუთარ თავს. მაგალითად, პრეზენტაციების მომზადება თითოეული თემიდან, მასთან დაკავშირებული დისკუსიები. ლექციებზე ვიყენებდით კომპიუტერებს და ერთად ვაანალიზებდით თითოეულ საკითხს. ამ სიტუციაში რაც არ უნდა ცუდი მოსწავლე ყოფილიყავი, გამოცდებზე ყველა საკითხი მექანიკურად გახსენდებოდა და ხვდებოდი, რომ იცოდი.

რაც შეეხება ქართული სწავლების სისტემას, აქ ადრე გვქონდა სემინარები და ვყვებოდით მასალას, მაგრამ მარტო მოყოლა ლექსივით უშედეგოა. ახლა შეიცვალა მოყოლის პრაქტიკა და გვაქვს ქვიზები, მაგრამ ესაც დაზეპირება მგონია. ვფიქრობ, რომ დისკუსიებით უფრო მეტი ცოდნა გროვდება. ვისურვები, გვქონდეს საშუალება იმისა, რომ ლექციების პარალელურად ვიმუშაოთ კომპიუტერთან. ეს ეხება მთლიანად საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს.

საზღვარგარეთ მიღებული სწავლის დადებითი შედეგი დამყარებულია პრაქტიკაზე და რაც მთავარია, მონდომებაზე. აი ესაა დიდი განსხვავება ქართულ და ესპანურ საუნივერსიტეტო სწავლებებს შორის.

– სად და როგორ უწევთ ცხოვრება სტუდენტებს, რომლებიც სწავლას სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ეუფლებიან?

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გაცვლითი პროგრამით ხარ, თუ საკუთარი ხარჯებით. თუმცა, ყველა პროგრამასაც გააჩნია ინდივიდუალურობა. მაგალითად მე მქონდა სტიპენტია ყოველთვიურად 1000 ევრო და ამ თანხაში შედიოდა საცხოვრებელი და კვების ხარჯები. სანამ ჩავიდოდი საქართველოდან დავჯავშნე სასტუმრო, როცა ჩავედი მეორე დღესვე მომცეს ორი თვის სტიპენდია; 1 კვირა გავატარე სასტუმროში სანამ ბინას ვიპოვიდი. თუმცა, იყვნენ ბავშვები ისეთი პროგრამით, რომ კოორდინატორები უგვარებდნენ ყველაფერს და ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებელში.

თავდაპირველად, არ მომწონდა, ყურადღებას რომ არ მაქცევდა კოორდინატორი, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ არც ისე საწყენია, პირიქით, დამოუკიდებლობას ეჩვევი და გამოიმუშავებ თვითგადარჩენის ინსტიქტს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ როცა გადაწყვეტილი გაქვს წასვლა საზრვარგარეთ, გაანალიზებული უნდა გქონდეს, რომ იქ საკუთარი თავის პატრონი ხარ შენ.

– შეუძლია ქართველ სტუდენტს სწავლასთან ერთად პარარელურად იმუშაოს?

მუშაოა სავსებით შესაძლებელია, გააჩნია როგორი ტიპის ვიზა გექნება. მაგალითად, მე არ მქონდა მუშაობის უფლება, ჩემი ვიზა იყო მხოლოდ სტუდენტური. თუ ზოგადი კუთხით მივუდგებით, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მუშაობა, იქ სხვა დონის ეკონომიკაა. მუშაობა შეიძლება რესტორანში, კაფეში და ა.შ ხელფასი 700 ევროა, რაც სტუდენტისტვის საკმარისია.

– მოგვიყევით სტუდენტურ ცხოვრებაზე. რა აქტივობები ხორციელდებოდა უნივერსიტეტში და როგორი იყო თქვენი ჩართულობა?

10924676_592789427518388_331855798647133687_oმე ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებას და გავდიოდი საინტერესო საგნებს, როგორიცაა მარკეტინგი, მენეჯმენტი და ა.შ აქედან გამომდინარე უნივერსიტეტში ტარდებოდა უამრავი ტრენინგი, რომელსაც ვესწრებოდი. მასწავლიდნენ სამუშაო გასაუბრებაზე როგორ ვყოფილიყავი თავდაჯერებული და სასურველი კანდიდანტი; პრაქტიკასაც გავდიოდით სხვადასხვა აქტივობებით. თუმცა, გადატვირთული გრაფიკი მქონდა, ვინდაიდან ინგლისურის მაგივრად ვსწავლობდი ესპანურ ენაზე. პირველი 6 თვე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ თანდათანობით მივეჩვიე. როცა ადაპტაცია განვიცადე, ჩემი სტუდენტური ცხოვრება მოიაზრებოდა მოგზაურობებით, შეძლებისდაგვარად. ავიხდინე ოცნება, 21 წლის იუბილე გავატარე ეიფელის კოშკზე… ვიმედოვნებ ჩემი სტუდენტური ცხოვრება ასე ტკბილად გაგრძელდება… და ვუსურვებ ყველას ისეთ ბედნიერ წუთებს, რომლებიც ესპანეთში გავატარე.

– რას ურჩევდით ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილი სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ?

პირველ როგში, რასც ვურჩევდი ესაა დაათვალიერონ ის ქვეყანა საფუძვლიანად, სადაც მიდიან. მოიარონ მსოფლიო შეძლებისდაგვარად. აი, მერე უკვე, შეგიძლიათ სწავლაზე ორიენტირება. პრაქტიკით ბევრს ისწავლიან და როცა ჩამოვლენ, თავადვე მიხვდებიან განსხვავებას…

– სად ხედავ საკუთარ თავს მომავალში?

ოო.. საინტერესო კითხვაა.. ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვფიქრობ მომავლის გეგმებზე, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, იცვლებოდა და იზრდებოდა. და აი, ახლა, როგორც ზრდასრულ, ჩამოყალიებულ ადამიანს, საკმაოდ გამაჩნია „ამბიციები“. ამბიცია ცოტა უხეშად ჟღერს მაგრამ არ არსებობს ადამიანი მის გარეშე. ჩემი ყველაზე დიდი ამბიციაა, საერთაშორისო დონის გიდობა, ვინაიდან მოგზაურობა და მსოფლიო კულტურა ძალიან მიზიდავს. ასევე, მომწონს უცხო ენების სწავლა (განსაკუთრებით ესპანურის, ინგლისურის ფრანგულის, იტალიურის, გერმანულის, რუსულის) და აქედან გამომდინარე, ჩემს მომავალს ვხედავ არა მარტო მსოფლიო გიდის როლში, არამედ Businesslady-ის როლშიც ტურისტული ბიზნესის თვალსაზრისით. თუმცა, ამ მწვერვალამდე ბევრი შრომა დამჭირდება და ბრძოლა პირველ რიგში საკუთარ თავთან, რომ არასდროს არ უნდა დავნებდე, რაც არ უნდა მოხდეს, უამრავი ტკივილის მიუხედავად.

– საინტერესოა. ამჟამად რითი ხარ დაკავებული?

ამჟამად ვასწავლი ბავშვებს ინგლისურს და ფიზიკას საკუთარი შემოსავალი რომ მქონდეს, ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, მყავს გუნდი და მათთან ერთად ვწერ პროექტს, რომელიც უახლოეს ხანებში იქნება ცნობილი ყველასთვის.

მოამზადა: შმაგი ბერუაშვილმა

786 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2016
M T W T F S S
« Jan   Mar »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29