ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

 

ტურისტული კომპანია “აღმოაჩინე საქართველო” 2-თვიანი სტაჟირებისთვის იწვევს სტუდენტებს. სტაჟირების განმავლობაში კომპანიის თანამშრომლები კითხულობენ პრეზენტაციებს თავიანთი კონკრეტული მიმართულებებით. 

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

სტაჟირების სრული საფასურია 300 ლარი

სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორები შეისწავლიან და გაეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:

  •  ტურების ფორმირება საქართველოსა და საზღვარგარეთ;
  • ოფიციალური კორესპონდენცია;
  • საერთაშორისო კორპორატიული და დიპლომატიური პროტოკოლი;
  • ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტურების ბიუჯეტირება;
  • ავიაბილეთების დაჯავშნა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი დაჯავშნის სისტემები;
  • სავიზო პროცედურები;
  • Service Plus;
  • Outlook Microsoft Office;
  • მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები საქართველოსა თუ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში;
  • საინფორმაციო გასვლითი ტურები;
  • ტურისტული კომპანიის რეალური ფუნქციონირება – პარტნიორები, მომხმარებლები, თანამშრომლები;

სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელზეც აისახება ყველა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც სტაჟიორმა მიიღო განვლილი 2 თვის განმავლობაში. საუკეთესო სტაჟირება დამთავრებულები საქმდებიან თავად ტურისტულ კომპანია “აღმოაჩინე საქართველოში” ან გადამისამართდებიან სხვა წარმატებულ ტურისტულ კომპანიებსა და ტურიზმის დაწესებულებებში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ.მისამრთზე:

hr@discovergeorgia.ge
info@discovergeorgia.ge

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

(+995 322) 50 50 44 (106)
(+995 579) 97 34 34

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები