ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს უნივერსიტეტში სამაგისტრო სტიპენდიები გამოცხადდა

გაცვლითი პროგრამები

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს სასწავლებლად.

ტარტუს უნივერსიტეტში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა კონკურსის საფუძველზე ხდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია მაგისტრატურის საფეხურზე ყოველთვიურ სტიპენდიას, 400 ევროს ოდენობით ითვალისწინებს.

როგორც სტუდენტურ ამბებს ტარტუს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორმა განუცხადა, სტუდენტს შეუძლია აღნიშნული სტიპენდია თავისი შეხედულების მიხედვით განკარგოს (დაიფინანსოს სწავლა, დაფაროს საცხოვრებლის ან კვების ხარჯები და ა.შ.).

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ. დაფინანსებადი პროგრამების სიას ეტონეტის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს მარტში.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

რაც შეეხება დოკუმენტაციას. თითოეულ პროგრამას აღწერასთან ერთად მითითებული აქვს საჭირო დოკუმენტაციის სია და აპლიკაციის ფორმა.

ქართველი სტუდენტების მიერ წარდგენილი განაცხადებია ვტომატურად განიხილება სასტიპენდიო კანდიდატად. სტიპენდიის გაცემისას ყურადღება ექცევა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წარდგენას, სტუდენტის მოტივაციას და სტუდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას.

აპლიკაციების მიღების დედლაინი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტში შემავალი სპეციალობებისთვის არის 2016 წლის 15 მარტი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების სპეციალობებისთვის კი 2016 წლის 15 აპრილი.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის ცხადდება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გადადით ბმულზე ან მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს: Kaija Murasov – kaija.murasov@ut.ee

საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი დაფინანსებით საბერძნეთში

სტიპენდია გერმანიაში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები