სტუდენტები რომლებიც აფხაზეთის თემაზე მუშაობენ სტიპენდიას მიიღებენ

სტუდენტური ცხოვრება

 „ლაივპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესებას აპირებს:

„მთავრობის დღეცვადელ სხდომაზე განვიხილეთ სტიპენდიების დაწესების საკითხი. აღნიშნულ დადგენილებაში შევიტანეთ მცირეოდენი ტექნიკური ხასიათის შენიშვნები. დავაზუსტეთ, რომ სტიპენდიები დაწესდება როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის“, – განაცხადა ოთარ გარმელიამ.

მისივე ცნობით, სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო მასალები აფხაზეთის ისტორიასა და კულტურაზე.

 ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

„მაგალითად, შეუძლიათ მოამზადონ ნარკვევები არზაყან ემუხვარზე, ან ჟიული შარტავაზე. ძალიან საინტერესო იქნება მათი ხედვა ჩვენს უახლეს ისტირიაზე“, – განაცხადა მთავრობის აპარატის უფროსმა. მისივე ინფორმაციით, წარმატებული სტუდენტისთვის ყოველთვიურად, 100 ლარის ოდენობის სტიპენდია ახალი სასწავლო წლიდან დაინიშნება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები