Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თბილისის უნივერსიტეტებთან ველოსიპედის სადგომები დამონტაჟდება ➤ ფოტო

თბილისის უნივერსიტეტებთან ველოსიპედის სადგომები დამონტაჟდება ➤ ფოტო
March 01
16:28 2016

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე უნივერსიტეტებთან ველოსიპედის სადგომები დამონტაჟდება. პროექტი ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ინიციატივით ხორციელდება და მას მხარს „თბილისის ველოსიპედთა კლუბი“ უჭერს, რომელიც 1700-ზე მეტ წევრს აერთიანებს. studinfo-სთან საუბრისას, ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპე, პირველი სადგომი ველოსიპედებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დამონტაჟდება:

“ჩვენ ვგეგმავთ, ჭავჭავაძეზე მდებარე ყველა უნივერსიტეტის წინ განვათავსოთ სადგომები. მოლაპარაკება მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სდასუ-სთან. საჭიროა, სწორად შევარჩიოთ ადგილები, სადაც ველოსიპედების სადგურის მოწყობას დავგეგმავთ. პირველ ეტაპზე, პროექტი ქალაქის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტებს მოიცავს, რადგან ცენტრში განსაკუთრებით რთულია სტუდენტისთვის გადაადგილება და თუკი ველოსიპედის მოყვარულებს წავახალისებთ, სტუდენტისთვის ეს ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება გახდება”, – აღნიშნავს “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარე.

გელა კვაშილავას ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება როგორც ფონდის სახსრებით, ისე შემოწირულობების ხარჯზე. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს თემა აინტერესებს, შეუძლია ფინანსურად დაეხმაროს პროექტის განხორციელებას.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

26 თებერვალს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, Critical Mass -ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უკვე, გაიმართა ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით – იმგზავრე ველოსიპედით და მიირთვი ორცხობილა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, გაიყიდა ამერიკული ორცხობილები. შეგროვილი თანხა სრულად მოხმარდება პროექტის წარმატებით განხორციელებას – ჭავჭავაძის ქუჩაზე ველოსიპედის სადგომების მონტაჟებას.

?  გთავაზობთ ფოტოებს ღონისძიებიდან:

10401094_1143034949042420_5923546889390447761_n

12801217_1143037089042206_4432346343425920945_n

12802762_1143035545709027_1711394884601537698_n

12795301_1143035262375722_1825069163024546219_n 12795557_1143038299042085_83428813259475888_n

12802705_1143038135708768_7707693973076455312_n

12802999_1143035175709064_2435602906023617394_n 12806250_1143036325708949_383482704284572750_n

 

215 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031