აკადემიური სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის

ივენთი

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“ ფარგლებში ცხადდება აკადემიური სტატიების კონკურსი.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტატიების მიღების ვადები: 15 თებერვალი- 15 მარტი
შეფასების დრო: 16 მარტი- 30 მარტი
გამარჯვებული სტატიების პრეზენტაცია: 12 აპრილი, ნატოს კვირეულის ფარგლებში
მონაწილეობა: საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტები

სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ანალიტიკური სტატიები შემდეგი თემების მიხედვით:

  • ნატოს გაფართოების პერსპექტივები უსაფრთხოების ახალი გამოწვევების ფონზე;
  • ნატოს გაფართოების ტალღების შედარებითი ანალიზი;
  • საქართველო ვარშავის სამიტის წინ (საქართველოს მზაობა სხვა ასპირანტ ქვეყნებთან შედარებით სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა: უსაფრთხოება, პოლიტიკური სფერო, სამხედრო სფერო.

4.2004 წელს, ნატოს გაფართოებამდე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ვარშავის სამიტის წინ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შედარებითი ანალიზი – მსგავსება და განსხვავება:

  • საქართველო ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით;
  • ნატო და საერთაშორისო სამშვიდობო მისიები; საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში;
  • ნატოს როლი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში;
  • საქართველო და/ან უკრაინა ნატო- რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში;
  • ნატო-რუსეთის ურთიერთობები: ცივი ომი თუ ახალი მსოფლიო წესრიგი?
  • ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა საქართველოსთვის.

ანალიტიკური სტატიის გაფორმების წესები:

  • ნაშრომის მოცულობა: 4-5 გვერდი;
  • შრიფტი ( Sylfaen);
  • შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.15;
  • ნაშრომი უნდა იყოს თემატიკის ადეკვატური და სტილისტურად გამართული;
  • ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს გამართული აკადემიურად, ციტირების დაცვის წესებითა და ბიბლიოგრაფიის მითითებით (ბიბლიოგრაფია მიუთითეთ APA სტილით);
  • ნაშრომი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

სტატიას თან უნდა დაურთოთ თავფურცელი, სადაც მიუთითებთ პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი). არ არის გათვალისწინებული ჯგუფური მუშაობა; ნაშრომს წარმოადგენს მხოლოდ ერთი ავტორი.

პრეზენტაცია:

მიღებული ნაშრომებიდან აირჩევა 3 საუკეთესო აკადემიურად გამართული ნაშრომი, რომლებსაც პრეზენტაციამდე კომპეტენტური ჟიური შეარჩევს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. მისი ავტორები, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოს სამეკავშირეო ოფისში წარმოადგენენ ნაშრომების პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე.

ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ანალიტიკური აზროვნება (არგუმენტების სიძლიერე, არგუმენტების ლოგიკური ბმა და მათი შესაბამისი მაგალითებით გამყარება, მოვლენების ავტორისეული შეფასება, მსჯელობის დასაბუთება)
  • აკადემიური წესების დაცვა
  • ფაქტების სისწორე
  • ლექსიკა და სტილი/ მორფოლოგია/ორთოგრაფია/ პუნქტუაცია
  • ასევე, გათვალისწინებულია ბონუს-ქულა, თუ ავტორი ჩაატარებს კვლევას, ინტერვიუს ან გამოიყენებს სხვა საკვლევ მეთოდს.

გამაჯვებულები დაჯილდოვდებიან საქართველოში რუმინეთის საელჩოს მიერ დაწესებული პრიზებით:

I ადგილი- პლანშეტური კომპიუტერი
II ადგილი- ქინდლი (ელექტრონული წიგნი)
III ადგილი – წიგნთა კრებული

ნაშრომები უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eunatocenter@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ „სტუდენტური კონფერენცია 2016“;

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს ნომერზე:

297 16 17 ან 555 10 10 40 სამუშაო დღეებში; 10:00- 18:00 საათებში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები