ბლოგებისა და სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პაშა ბანკის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ საქართველოში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ მათი ხედვა ტექსტური და/ან ფოტო ნამუშევრების სახით.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

გამარჯვებულები გამოვლინდებინ  სამ ნომინაციაში ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე: 

  • საუკეთესი ანალიტიკური სტატია (3 ადგილი)
  • საუკეთესო ბლოგი (3 ადგილი)
  • საუკეთესო ფოტო –სიუჟეტი (3 ადგილი)

თითოეულ კატეგორიაში I, II და III საპრიზო ადგილებს გამოავლენს ჟიური შესაბამისი კრიტერუმების საფუძველზე და გამარჯვებულებს  გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

შეფასების კრიტერიუმებია:

  • თემასთან შესაბამისობა
  • ნამუშევრის ანალიტიკური ხასიათი და ინფორმაციული ღირებულება
  • ნამუშევარში არსებული მესიჯების სიცხადე და მკაფიო თხრობის უნარი
  • შემოქმედებითი მიდგომა

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

  • ავტორის სახელი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დასკანირებული ვერსია).
  • CV

ანალიტიკური სტატია არ უნდა აღემატებოდეს 2000 სიტყვას. ფაქტობრივი მასალის და სტატისტიკის წარმოდგენის შემთხვევაში მითითებულ უნდა იყოს წყარო. ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. ფოტო–სიუჟეტი უნდა შეიცავდეს 5–10 ფოტოს (jpg-ფორმატში, 1500×3000 px ფარგლებში) შესაბამისი ტექსტური აღწერილობით.

კონკურსში არ განიხილება ტექსტური თუ ფოტო მასალა, რომელიც:

  • ამჟღავნებს მოქალაქის პირად მონაცემებს და არღვევს პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას;
  • ფოტო ნამუშევრის შემთხვევაში: ფოტო გადაღებულია ფარულად და არ არის წყაროს (ადრესატი)  თანხმობა.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 6 მარტი. საკონკურსო ნამუშევარი უნდა გააგზავნოთ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: office@ginsc.net

გამოგზავნილი მასალა უნდა იყოს შექმნილი აღნიშნული კონკურსისთვის. ქალთა საინფორმაციო ცენტრს აქვს უფლება, არაკომერციული მიზნით გამოიყენოს გამარჯვებული ნამუშევარი.

შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით ქალთა საინფორმაციო ცენტრს ნომერზე:
+995 32 295 29 34

წყარო: ginsc.net

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები