სწავლა ავსტრიაში სრული დაფინანსებით

გაცვლითი პროგრამები

The Austrian Development Cooperation აცხადებს დაფინანსებას ქართველი სტუდენტებისთვის ზალცბურგში (ავსტრია) ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის ინსტიტუტში გამოცხადებულ სასწავლო პროგრამებზე.

სწავლა შესაძლებელია მასპინძლობის მენეჯმენტის და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.

აღნიშნულ ინსტიტუტში სწავლა საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა Austrian Development Cooperation-ის (ADC) მხარდაჭრით საქართველო მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ სრული დაფინანსებით, რაც მოიცავს შემდეგ ხარჯებს:

  • მგზავრობა
  • სწავლა
  • საცხოვრებელი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვება
  • სტიპენდია 205 ევროს ოდენობით

სწავლა შეუძლია 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებს, რომელსაც აქვს გარკვეული სამუშაო გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა (TOEFL, Cambridge or equivalent). გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სწალების ენა ინგლისური.

სწავლის ხანგრძლივობაა 8 თვე. ლექციები იწყება 1 ოქტომბერს და სრულდება მაისში.

იხილეთ სასწავლო პროგრამა და საცხოვრებელი.

სააპლიკაციო ფორმა, მასში მითითებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა გაგზავნოთ 1 მაისამდე მისამართზე office@ith-salzburg.at

დედლაინი 2016 წლის 1 მაისი.

დეტალები იხილეთ აქ.

დეტალებისთვის მიმართეთ: office@ith-salzburg.at

ასევე გაეცანით:

საზაფხულო სკოლა დაფინანსებით ბუდაპეშტში

ლატვიის მთავრობის დაფინანსებული საზაფხულო სკოლები ქართველი სტუდენტებისთვის

საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი დაფინანსებით საბერძნეთში

დაფინანსება ქართველ სტუდენტებს ლატვიაში სასწავლებლად

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები