Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლიტერატურული აგენტის ვაკანსია სტუდენტებისთვის

ლიტერატურული აგენტის ვაკანსია სტუდენტებისთვის
March 03
15:35 2016

 

კომპანია “ტელექსი” აცხადებს ვაკანსიას ლიტერატურული აგენტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი ცვლაში – 10:00-16:00; 16:00-22:00 – კვირაში 6 დღე. შრომის ანაზღაურება ფიქსირებულია და ასევე, მოქმედებს ყოველთვიური საბონუსე სქემა.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსთამთავრებული (უპირატესად განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით)
  • ლიტერატურული კატეგორიების, ჟანრების ცოდნა
  • სასურველია გაყიდვების/მომსახურების ან საგამომცემლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მკითხველებისათვის ქართული და უცხოური ლიტერატურის გაცნობა და პოპულარიზაცია სატელეფონო ზარების განხორციელებით;
  • პოტენციური მკითხველების ახალი ლიტერატურული გამოცემებით დაინტერესება და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
  • პოტენციური მკითხველის ლიტერატურული ინტერესების დადგენა და კონსულტაციის გაწევა
  • ერთგული მკითხველების ინფორმირება საგამომცემლო ფასების, წიგნების ფასდაკლებისა და სხვა აქციებისა შესახებ;
  • თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორების სატელეფონო წარმომადგენლობა და მათი უახლესი ნაწარმოებების პოპულარიზაცია;
  • მკითხველების კმაყოფილებასა და კომპანიისადმი ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • წიგნების რეალიზაციის გეგმის შესრულება;
  • ლიტერატურასა და წიგნების შეძენასთან დაკავშირებული შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება;
  • თბილისის მასშტაბით წიგნის ფესტივალებსა და ბაზრობებზე მონაწილეობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაციების მოწყობა წიგნების მოყვარული საზოგადოებისათვის (კორპორატიული შეთავაზებების განხორციელება).

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: recruit@telex.ge, 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით. თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “ლიტერატურული აგენტი”.

საკონტაქტო ნომერი: 2 15 91 91.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7

იხილეთ ასევე: სტუდენტური ვაკანსია იურისტებისთვის – ანაზღაურება 350-450 ლარი

სტუდენტური ვაკანსია – ცვლის მორიგე

სტუდენტური ვაკანსია მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

 ვაკანსია სპეციალურად სტუდენტებისთვის!

USAID-ის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

1,378 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031