სტუდენტებს MIT-ის სასწავლო მასალით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ

სტუდენტური ცხოვრება

მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კვლევით ინსტიტუტად ითვლება, თავისი სასწავლო მასალა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. სტუდენტებს, რომლებიც ფსიქოლოგიით, ეკონომიკით, ბიოლოგიით, არქიტექტურით, კოსმონავტიკით -არიან დაინტერესებულები, საიტიდან უფასოდ შეეძლებათ აუდიო-ვიდეო ლექციების ჩამოტვირთვა.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი კემბრიჯში მდებარეობს. ის მოიცავს ლინკოლნის ლაბორატორიას, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორიას, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას, მედიის ლაბორატორიას, უაიტჰედის ინსტიტუტს, ბროუდის ინსტიტუტს, სლოუნის მენეჯმენტის სკოლას, საინჟინრო სისტემათა განყოფილებასა და ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰარვარდ-მიტის განყოფილებას.

უფასო სასწავლო მასალა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

იხილეთ ასევე: დაფინანსება სასწავლო პროგრამაზე პოლონეთში

სწავლა ავსტრიაში სრული დაფინანსებით

ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს უნივერსიტეტში სამაგისტრო სტიპენდიები გამოცხადდა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები