Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კონრკურსი ➤ სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

კონრკურსი ➤ სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად
March 06
08:46 2016

 

სტუდენტური კონკურსი, რომელიც სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად იმართება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას და სტუდენტების აქტიურ ჩართვას სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

კონკურსი სტუდენტებს საშუალებს აძლევს, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, სტუდენტურ გუნდებს საშუალება ექნებათ სოციალურ საწარმოებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ და მიიღონ მნიშვნელოვანი პრიზები, ან თავად შეიმუშავონ სოციალური საწარმოების ბიზნეს-გეგმები და მიიღონ დაფინანსება.

კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტები გაიცნობენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ახალგაზრდებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მათ პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

კონკურსი 2 ნომინაციაში გაიმართება:

I ნომინაცია – ბიზნეს პროექტის შემუშავება და განხორციელება – გულისხმობს არსებული სოციალური საწარმოსთვის კონკრეტული პრობლემური ამოცანების გადაჭრაზე მიმართული პროექტების შედგენას და შემდგომ, მათ პრაქტიკაში განხორციელებას. ნახევარფინალში 4 წარმატებული პროექტი გადავა თითოეულ გუნდს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ 1500 ლარს გადასცემს, რათა მათ პრაქტიკაში განახორციელონ თავიანთი პროექტები. ფინალში გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს კი, 2000 ლარის ფარგლებში, დაუფინანსდება ვიზიტი სოციალური მეწარმეობის თემასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

II ნომინაცია – ახალი სოციალური საწარმოს ბიზნეს-გეგმის შექმნა – გულისხმობს სტუდენტების მიერ დამოუკიდებლად, ან საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახალი სოციალური საწარმოს იდეის ჩამოყალიბებას და შემდგომ სრული ბიზნეს-გეგმის შექმნას. ნახევარფინალში გადასული გუნდები მათ მიერ შემუშავებულ იდეებს სრულყოფილი ბიზნეს-გეგმების სახეს აძლევენ და ფინალურ კონკურსზე წარმოადგენენ, რომელთაგანაც ჟიური შეარჩევს საუკეთესოს. გამარჯვებული პროექტი, თუ იგი დააკმაყოფილებს „ევროპის ფონდის“ ყველა მოთხოვნასა და კრიტერიუმს, დაფინანსდება 20,000 ლარის ფარგლებში.

  • აპლიკაციები მიიღება 10 მარტის ჩათვლით.
  • კონკურსში რეგისტრირდებიან 4 სტუდენტისგან შემდგარი გუნდები.

გუნდის დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

 

იხილეთ ასევე: აკადემიური სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის

ბლოგებისა და სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის

60 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031