Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“უნივერსიტეტი სტუდენტებს”! – აქცია თსუ-ში ➤ ვიდეო

“უნივერსიტეტი სტუდენტებს”! – აქცია თსუ-ში ➤ ვიდეო
March 07
18:25 2016

დღეს, 3-საათზე სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინააღმდეგ აქცია გამართეს: ყველა სტუდენტი თანასწორია – არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს! ამ ლოზუნგით სტუდენტებმა თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობივი ხარჯვა გააპროტესტეს. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა.

მონაწილეები თსუ-ის თვითმმართველობის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინსტრაციის უყურადღებობას აპროტესტებდნენ. გარდა ამისა, ისინი 10 მარტს დაგეგმილ კანცლერის არჩევნებს აპროტესტებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ამ თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილს დანიშნავენ. იმ ადამიანს, რომელიც, მათი თქმით, ადრე თვითმმართველობის წევრი იყო და არასინდისიერად ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს.

აქციამ მოგვიანებით თსუ-ის რექტორის, ვლადიმერ პაპავას, კაბინეტთან გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეები მასთან შეხვედრასა და საუბარს მოითხოვდნენ. სტუდენტებმა უარი განაცხადეს დახურულ კარს მიღმა შეთანხმებებზე და უშუალოდ, ყველა სტუდენტის თანდასწრებით, მოითხოვეს საბჭოს წევრებთან შეხვედრა. თუ ვლადიმერ პაპავა არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს ისინი აქტიურად გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

DSC01459DSC01387DSC01374

DSC01384

DSC01402

DSC01491

DSC01553

DSC01550

მოამზადა: ნათია დაშნიანმა

885 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031