ევროკავშირი პოსტერების კონკურსს აცხადებს

კონკურსები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს ევროკავშირის კინოფესტივალის 2016 წლის მონაწილე ფილმებისთვის პოსტერების შესაქმენლად.
კონკურსანტებმა ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალზე საჩვენებელ ფილმებზე (იხ. ჩამონათვალი: http://www.eufilm.ge/#!2016–/c7zu).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან პოსტერები (ერთი ან რამდენიმე).
გამოვლინდება ორი გამარჯვებული. ერთ-ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური (პრიზი 200 ევრო), ხოლო მეორე გამარჯვებულად დასახელდება ის, ვინც მეტ ფეისბუკ მოწონებას დაიმსახურებს. საპრიზო თანხა 50 ევროა.

კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: eucontest2016@gmail.com. პოსტერების გაგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.eufilm.ge/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები