ისრაელის მთავრობის დაფინანსებული სასწავლო პროგრამები

გაცვლითი პროგრამები

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში აცხადებს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სასწავლო სტიპენდიები მოქმედებს ებრაული ენის საზაფხულო 3-4 კვირიან სასწავლო კურსებსა და ერთწლიან კვლევით პროგრამებზე.

მონაწილეობის პირობები:

  • აპლიკანტი უნდა ფლობდეს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომს და უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • ინგლისურენოვან პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ისეთი როგორიცაა TOEFL, IELTS, GRE, GMAT. ებრაულენოვან პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში კი მოითხოვება ებრაულის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აპლიკანტი სტიპენდიას მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ რაც დადასტურდება მისი მიღება მითითებულ სასწავლებელში.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ხელმისაწვდომია სრული და ნაწილობრივი დაფინანსება.

  • სრული სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის საფასურს, ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ნაწილობრივი დაფინანსება ფარავს სწავლის საფასურის ნაწილს, ყოველთვიურ სტიპენდიას (8 თვე), ჯანმრთელობის დაზღვევას.

საცხოვრებელი და მგზავრობა აპლიკანტმა თავად უნდა დაიფინანსოს.

სწავლა შესაძლებელია ისრაელის უმაღლესი განათლების საბჭოს აკრედიტირებულ სასწავლებელბში.

გაითვალისწინეთ: აპლიკაციის შევსებამდე სასურველი სასწავლო პროგრამაზე არსებული დედლაინებისა და პირობების შესახებ ინფორმაციისთვის, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად უნდა მიმართოთ ისრაელის საელჩოს საქართველოში.

დაინტერესებული პირები აუცილებლად გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.

იხილეთ აპლიკაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის კითხვები შეგიძილათ გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: scholarship@mfa.gov.il ან გადადით ოფიციალურ ვებგვერდზე.

ასევე გაეცანით:

დაფინანსებსა სასწავლო პროგრამაზე პოლონეთში

სწავლა ავსტრიაში სრული დაფინანსებით

საზაფხულო სკოლა დაფინანსებით ბუდაპეშტში

ლატვიის მთავრობის დაფინანსებული საზაფხულო სკოლები ქართველი სტუდენტებისთვის

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები