Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რელიგია და გენდერული ბალანსი

რელიგია და გენდერული ბალანსი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 09
11:11 2016

საზოგადოების ფორმირების იმ ეტაპზე, როცა პირველყოფილი ტომები შემგროვებლობით ირჩენდნენ თავს, ქალის როლი საზოგადოების ცხოვრებაში დიდი იყო, თუმცა მონადირეობის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების განვითარებასთან ერთად მამაკაცები გახდნენ “დომინანტები” ფიზიკური ძალის ხარჯზე. დღეს, ადამიანის გონებრივი განვითარების დონე ბევრად მაღალია, თუმცა, გენდერული ბალანსის პრობლემა თანამედროვეობაშიც იჩენს თავს. რა შეიძლება ჰომო საპიენსს ასეთ პრიმიტიულ პრობლემას უქმნდიეს? განა მისი გონებრივი შესაძლებლობები ბევრად  არ აღემატება თავისი პირველყოფილი წინაპრებისას? რატომ დგას თანამედროვე საზოგადოების წინაშე ისევ ის საკითხი  რაც მისი ფორმირების საწყის ეტაპზე იდგა? რა თქმა უნდა, პრობლემა ჩვენშია და იმ ინსტიტუტებში, რომლებიც ჩვენ შევქმენით, მაგრამ მოცემულ კითხვებზე პასუხი ინდივიდუალურია ყველა საზოგადოებისთვის.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რომელიმე რელიგიის წარმოამდგენელია, შეუძლებელია გენდერული ბალანსის დაცვა, რადგან რელიგიათა უმრავლესობა მამაკაცის დომინანტურ როლზე აკეთებს აქცენტს. ასეთ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება, ჩვენთან რელიგიასთან ერთად, ადამიანს ის უამრავი ღირებულებაც ზღუდავს, რაც მან ამ ინსტიტუტთან ხანგრძლივი ურთერთობის მანძილზე შექმნა და საკუთარ ცხოვრებაში დანერგა. გენდერული უთანასწორობა ისეთი მარტივი და ერთი შეხედვით, პრიმიტიული ქმედებებიდან გამოსჭვივის, რომლებიც იმდენად გასისხლხორცებულია ჩვენში, რომ ყურადღებასაც არ ვაქცევთ და მისი ანალიზითაც დიდად არ ვიწუხებთ თავს.

მაგალითად: – მამაკაცი ქუდმოხდილი შედის ეკლესიაში, ხოლო ქალს აუცილებლად თავსაბურავი უნდა ეკეთოს, ასევე ქალი არ შეიძლება იყოს მღვდელი. როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში, პირდაპირ არის მითითებული, რომ მამაკაცი აღმატებულია:

პავლეს ეპისტოლენი. პირველი ტიმოთეს მიმართ, თავი მეორე:

11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.
12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.
პავლეს ეპისტოლენი, პირველი კორინთელთა მიმართ, თავი მეთოთხმეტე
34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.
35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

მაშასადამე, რელიგია ქალის როლს აკნინებს, ხოლო მენტალიტეტი და ტრადიციები სწორედ რელიგიაზე დაყრდნობით და მისი ზემოქმედებით იქმნება. საჭიროა პრობლემა ჩვენს თავში ვეძებოთ და არა წმინდა წერილებში, გენდერული უთანასწორობის დაძლევა კი ის აუცილებელი ნაბიჯია, რომლის  გადადგმაც სავალდებულოა ცივილიზაციისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე.
   
წარმოიდგინეთ, რამდენი კარგი მხატვარი, პოეტი თუ მწერალი დაკარგა მსოფლიომ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალებს ეკრძალებოდათ ესა თუ ის საქმიანობა და განათლების მიღება. ნუ იფიქრებთ, თითქოს, მხოლოდ მამაკაცს ვხედავდე ამგვარი დისკრიმინაციული ინსტიტუტების სულისჩამდგმელად,  ქალთა ფართო წრე პასიურად უჭერდა და უჭერს მხარს ამგვარ ჩაგვრას, რაც თავის მხრივ, ხმის ამოუღებლობაში და შემგუებლობაში გამოიხატება.

სწორედ, რელიგია და რელიგიით გაჯერებული საზოგადოება ქმნის ისეთ გარემოს სადაც ქალს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა არა თუ არ შეუძლია, არამედ არც უნდა და ეშინია კიდეც, რადგან ამის გამო უამრავ უარყოფით ემოციას დაიმსახურებს, როგორც ოჯახისგან ისე მეგობრებისგან.

რელიგია არ გახლავთ ერთადერთი ფაქტორი, რაც იწვევს ამგვარ უკუღმართობას, თუმცა, ჩვენს რეალობაში იგი პრობლემის საწყისია. შესაძლოა, ქრისტიანმა დაგმოს ვარსქენის მიერ შუშანიკის უმოწყალოდ ცემა და წამება, თუმცა იგი მარტივად შეეგუება ქალის “კუხნის ანგელოზად” გადაქცევას.

ავტორი: მესტნი ჩელე

160 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031