Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა უთხრა დავით ბერძენიშვილმა სტუდენტებს

რა უთხრა დავით ბერძენიშვილმა სტუდენტებს
March 11
12:06 2016

სტუდენტებთან შესახვედრად და სოლიდარობის გამოსახატად სტუდენტების რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი, რომელმაც სტუდენტებს მიმართა:

“აქ ვიცავდი მეც, სტუდენტობის დროს, უნივერსიტეტის ღირსებას. აქედან წამიყვანეს საბჭოთა დროს და დამაპატიმრეს. კარგია, რომ აქ ხართ და მორიგეობთ უნივერსიტეტის ღირსებისთვის. სწორედ ჩვენ, პარლამენტმა მივიღეთ კანონი, რომ ოდეერი აქედან გაგეპანღურბინათ. ჩვენ ჩვენსას ვშვრებით. დიდი მადლობა თქვენ, რასაც აკეთებთ. მე რომ სტუდენტი ვიყავი, ვინმე რომ მოსულიყო და სოლიდარობა გამოეცხადებინა უფროსი თაობიდან, ძალიან გამიხარდებოდა”, – უთხრა ბერძენიშვილმა სტუდენტებს.

დავით ბერძენიშვილის სტუდეტებთან საუბარს უკმაყოფილება მოჰყვა თსუ-ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელში. მისი განცხადებით, არ სურდა, რაიმე პოლიტიკური კონტექსტი ჰქონოდა ბერძენიშვილის სტუდენტრბთან შეხვედრას. რაზეც ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვა.

სტუდენტები მაქსიმალურად გამორციხავენ და ემიჯნებიან ამ პროცესების მიწებებას რომელომე პოლიტიკური პარტიისადმი: – “ჩვენი აქცია და პროტესტი მაქსიმალურად დაცლილია პოლიტიკური ინტერესთა ჯგიფებისა და პარტიებისგან”. – აღნიშნა სტუდენტმა სანდრო ტაბატაძემ.

სტუდენტები თსუ-ის პირველი კორპუსის შენობაში არიან და კვლავ მოითხოვენ, გიორგი გაფრინაშვილის კანდიდატურის მოხსნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობიდან.

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

324 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031