წერეთლის უნივერსიტეტის სოლიდარობა თსუ-ს ➤ ვიდეო

სტუდენტური ცხოვრება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ის სტუდენტების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. შეკრებილმა ახალგაზრდებმა თსუ-ის პრობლემებზე ისაუბრეს და წერეთლის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება:

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

“დღეს თსუ-ის გამოვუცხადეთ სოლიდარობა, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც რამდენიმე დღეა, აქციას აწყობენ ეს ადამიანები, ჩვენც გვაქვს ჩვენს უნივერსიტეტში მსგავსი პრობლემები, ცოტა განსხვავებული, მაგრამ სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ. ჩვენ ვთხოვთ ყველას შემოგვიერთნენ და დადგნენ ჩვენთან ერთად”, – განაცხადა სტუდენტმა საბა ხიდეშელმა.

სტუდენტების აქცია “ახალგაზრდა სოციალისტების” ორგანიზებით ჩატარდა. ისინი ქუთაისელ სტუდენტებთან ერთად აქციას ორშაბათსაც გეგმავენ.

ავტორი: მარუსა ხურციძე

იხილეთ ასევე: “უნივერსიტეტი სტუდენტებს”! – აქცია თსუ-ში ➤ ვიდეო

პაპავა სტუდენტებს მიმართავს: პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ის პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები