Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

დაფინანსება ქართველ სტუდენტებს ესტონეთში საზაფხულო პროგრამაზე სასწავლებლად

დაფინანსება ქართველ სტუდენტებს ესტონეთში საზაფხულო პროგრამაზე სასწავლებლად
March 12
11:30 2016

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო უნივერსიტეტები ჩატარდება შემდეგი მიმართულებებზე:

  1. ელექტრონული მმართველობა და უსაფრთხოება – 26 ივნისი – 9 ივლის – ტარტუ – ტალინი
  2. ესტონეთის ბიზნესგარემო და ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები – 10-23 ივლისი – ტალინი, ტარტუ.
  3. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა და ბალტიის რეგიონის უსაფრთხოება – 17-30 ივლისი – ტარტუ, პარნუ
  4. იური ლოტმანის კურსი კულტურის სემიოტიკა – 4-15 ივლისი – ტარტუ.

მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს (მე-2 კურსი და მეტი) საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • პროგრამაში მონაწილეობის საფასური
  •  ცხოვრება საერთო საცხოვრებელში + საუზმე
  • მგზავრობა (180 ევროს ფარგლებში).

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ ონლაინაპლიკაცია რომელსაც თან უნდა დაურთოთ

  1. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 900 სიტყვა), სადაც უნდა აღწეროთ როგორ უკავშირდება საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა თქვენ სპეციალობას და აქტივობებს. ასევე უნდა განმარტოთ როგორ აპირებთ მოღებული ცოდნის რეალიზებას და გამოყენებას მომავალში.
  2. CV
  3. ნიშნების ფურცელი (ინგლისურად) უმაღლესი სასწავლებლიდან
  4. პასპორტის ასლი.

დოკუმენტაცია უნდა დაასათაუროთ შემდეგი ფორმულირებით: გვარი_სამოტივაციო_წერილი; გვარი_CV და ა.შ.

სტიპენდიის მისაღებად დოკუმენტაციის გადაგზავნის ბოლო ვადაა 10 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ასევე გაეცანით:

ისრაელის მთავრობის დაფინანსებული სასწავლო პროგრამები

დაფინანსებსა სასწავლო პროგრამაზე პოლონეთში

სწავლა ავსტრიაში სრული დაფინანსებით

საზაფხულო სკოლა დაფინანსებით ბუდაპეშტში

1,595 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031