გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა

სტუდენტური ცხოვრება

გიორგი გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა უნივერსიტეტის კანცლერის პოსტიდან მოხსნა. გთავაზობთ მისი განცხადების ტექსტს:

“მე ვხსნი კანდიდატურას და ვხსნი უნივერსტიტეტის სასარგებლოდ, იმის გამო, რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სასწავლო და სამეცნიერო გარემოს. ჩემთვის უნივერსიტეტში ყოფნის და თანამდებობის დაკავების ძირითად მოტივაციას წარმოადგენდა რომ, უნივერსიტეტი ყოფილიყო კიდევ უფრო წარმატებული და ახალგაზრდული ენერგია მიმართული ყოფილიყო უნივერსიტეტის გაჯანსაღებისკენ”, – აღნიშნა გიორგი გაფრინდაშვილმა.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია, “აუდიტორია 115”-ის წევრები ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ აქციებს მანამ, სანამ მათი სხვა მოთხოვნებიც არ დაკმაყოფილდება. ეს ეხება უნივერსიტეტიდან ე.წ ოდეერების გაყვანას და თვითმმართველობის პროვილეგიების გაუქმებას. უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალურ ჩართულობას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები