თსუ-ის დოქტორანტები მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

სტუდენტური ცხოვრება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები უნივერსიტეტში სწავლის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას მოითხოვენ. მათ გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რექტორმა არ უნდა დატოვოს თანამდებობა:

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

“ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები, ვგმობთ: უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში სტუდენტთა ნაწილის შეჭრას; სენატის სხდომის ძალადობრივი გზით ჩაშლას; კანონის დარღვევით პროტესტის გამოხატვის სხვა დაფიქსირებულ ფორმებს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტში არ შეფერხდეს სასაწავლო და სამეცნიერო პროცესი.

ამასთან, მოვითხოვთ გაუქმდეს ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ხელს უშლის უნივერსიტეტში თავისუფალი სააზროვნო სივრცის შექმნას და საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის ავტონომიას.

ჩვენი აზრით, უნივერსიტეტის არჩეული რექტორის გადადგომა ამ ვითარებში, უფრო მეტ პრობლემას მოუტანს უნივერსიტეტს. მოვუწოდებთ ვლადიმერ პაპავას, არ გადადგეს თანამდებობიდან. დაპირისპირებულმა მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის და საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში უნდა მიაღწიონ შეთანხმებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

გია ბერიძე, ცოტნე ჟღენტი, ლაშა დიდიძე, ლანა სულაკაძე, ვახტანგ ჩქარეული, გიორგი მორჩილაძე, გიორგი მიქელაძე, გვანცა კიკნაძე, ლილი ნინოშვილი, ქეთევან ღამბაშიძე, სალომე ტყებუჩავა, ირაკლი დანელია, ქრისტინე ოდიშვილი, სალომე დანელია, ნინო ზურაშვილი, თამარ ღუტიძე, დავით ფაღავა, ნინო ლობჟანიძე, თამთა ტურაშვილი, ვლადიმერ ხიხაძე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები