სტუდენტური კონფერენცია მედიასამართლისა და ეთიკის საკითხებზე

კონკურსები

„მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”

საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი, იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” – მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია გაიმართება თბილისში, 3 და 4 ივნისს, 2016 წელსა და მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • ადამიანის უფლებები და მედია;
  • ჟურნალისტის უფლებები;
  • სასამართლო და მედია;
  • მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
  • დანაშაული და მედია;
  • სენსაცია და ადამიანის უფლებები;
  • არჩევნები და მედია;
  • გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
  • გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
  • ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
  • გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
  • კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
  • სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები და სხვა.

კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ტრანსპორტი და დაბინავება უზრუნველყოფს DWA.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე: mediaruledwtsu@gmail.com

  • მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
  • სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი; გამოგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილის თვეში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში): 558 49 95 87, amalia.oganjanyan@dw.de

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები