Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ENIGMMA-ს ფოტოკონკურსი თქვენთვის

ENIGMMA-ს ფოტოკონკურსი თქვენთვის
March 18
10:43 2016

პროექტი ENIGMMA აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე: „გააცანით საქართველო ევროკავშირს“. ფოტოკონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას საქართველოსა და ევროკშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და ზოგადად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შესახებ.

რა იცის ევროკავშირმა საქართველოს შესახებ? რითი განსხვავდება საქართველო და მისი ხალხი სხვა ქვეყნებისაგან? – ფოტო უნდა მოიცავდეს ამ კითხვებზე ინფორმაციას.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

კონკურსანტებმა უნდა გადაიღნ და გააგზავნონ თავიანთი თვალით დანახული საქართველოს ფოტოები, წარმოადგინოთ ქვეყნის ღირშესანიშნაობები და გააცნოთ საქართველო ევროკავშირს. კონკურსისთვის დაიშვება ყველა სახის ფოტო თუ ის ასახავს ქართველ ხალხს, უნიკალურ კულტურულ ნივთებს, ტრადიციებს, ჩვეულებებს, ქართულ სამზარეულოს, პეიზაჟებს, ღირებულელებს და ა.შ.

ფოტოკონკურსი გაიმართება 2016 წლის 1 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით.

ფოტოები შეფასდება სპეციალური ჟიურის მიერ. ხმის მიცემა ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში პროექტ ENIGMMA ვებ-გვერდზე და ICMPD-ის Facebook გვერდზე ICMPD in Georgia. ჟიური შეფასებისას მხედველობაში მიიღებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • თემასთან შესაბამისობა;
  • კრეატიულობა;
  • მრავალმხრივობა;
  • ტექნიკა;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

შეავსეთ ფოტოს წარდგენის ფორმა და გააგზავნეთ იგი თქვენს ფოტო(ებ)თან ერთად.

სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით – პლანშეტური კომპიუტერით. 12 საუკეთესო ფოტო დაიბეჭდება პროექტ ENIGMMA-ს 2017 წლის კალენდარში. საუკეთესო ფოტოები გამოიფინება მაისში ქ. ბათუმში საინფორმაციო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე. გამარჯვებულებს 2016 წლის ბოლოს აღნიშნული კალენდარი საჩუქრად გადაეცემათ.

საკონკურსო ფოტო და ფორმა გაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე enigmma-photo@icmpd.org.

216 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031